ბრაზილიური “სანტოსის” ფეხბურთელმა, ლეომ ისაუბრა კატალონიის “ბარსელონაზე” და იქ მოასპარეზე ფეხბურთელებზე. მან თქვა, რომ “ლურჯ-ბროწეულისფერები” ღმერთები არ არიან და, რომ ისინიც ჩვეულებრივი მოკვდავნი არიან.
“კატალონიის “ბარსელონა” ამ დროისათვის მსოფლიოში საუკეთესო გუნდია, მაგრამ ამის მიუხედავად ჩვენ მათი არ გვეშინია. მართალია, იქ მოთამაშე ფეხბურთელები სასწაულებს სჩადიან, თუმცა ისინი ღმერთები ნამდვილად არ არიან და ისეთივე მოკვდავნი არიან, როგორც ყველა ადამიანი. ასე რომ ყველანაირად ვეცდებით მათთვის დიდი წინააღმდეგობის გაწევას.” -განაცხადა ლეომ.
შეგახსენებთ, რომ სწორედ “სანტოსი” და “ბარსელონა” დაუპირისპირდებიან ერთმანეთს საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატზე დეკემბერში.



