15 გასული წელი რონალდოს სასწაული გოლის შემდეგ

15 გასული წელი რონალდოს სასწაული გოლის შემდეგ

1996 წლის 12 ოქტომბერს “ბარსელონას” ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო გოლი გავიდა. იმ დროისათვის ბრაზილიელი რონალდო ლუის ნაზარიო დე ლიმა 20 წლის გახლდათ და სტუმრად, “სანტიაგო დე კომპოსტელას” წინააღმდეგ ერთ-ერთ ეპიზოდში მოედნის ცენტრში მიიღო ბურთი და იქამდე არ გაჩერდა, სანამ არ აიღო მეტოქის კარი. 11 წამის და 14 შეხების შემდეგ “მულტიუსოს დე სან ლაზაროს” სტადიონი დადუმებული იყო. მაშინ კატალონიელთა მთავარი მწვრთნელი ბობი რობსონი იყო და თავად ბობიც ვერ მალავდა ემოციებს. იმ სეზონში, რონალდომ 49 მატჩში 47 გოლი გაიტანა და პიჩიჩიც მოიგო.

 

მოდით ვნახოთ ეს მართლაც სასწაულებრივი თამაში “ფენომენის” შესრულებით.

 

 

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი