კატალონიის “ბარსელონას” ნახევარმცველმა, ჩავი ერნანდესმა განაცხადა, რომ მისი აზრით წელს “ორქოს ბურთი” კვლავ ლიონელ მესიმ უნდა მოიგოს. ეს არგენტილესითვის ზედიზედ მესამე იქნება. ესპანელმა ფეხბურთელმა ასევე თქვა, რომ ჯერ არ უფიქრია კარიერის დასრულებაზე.
“მესი ამ დროისათვის ყველაზე ძლიერი და მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. იგი ამას იმსახურებს. თუ ლეო თავისი შესაძლებლობების თუნდაც ნახევარს აჩვენებს, მაშინ კიდევ ბევრ ჯილდოს მოიპოვებს. თანაგუნდელები, მისი შემყურე, უდიდეს სიამოვნებას ვიღებთ. ის ძალიან კარგი ადამიანი და მეგობარია. რაც შეეხება ჩემს კარიერას, მე ყველანაირად ვეცდები რაც შეიძლება დიდხანს ვითამაშო, რადგან იდეალურ სამუშაოს ვასრულებ, როგორც “ბარსაში”, ისევე ნაკრებში. ყოველთვის მოგება მინდა. მოტივაციას არასოდეს ვკარგავ. ჩვენ გვსურს მოვიპოვოთ ჩემპიონთა ლიგის თასი, ესპანეთის თასი, გავხდეთ ქვეყნის ჩემპიონები და თავს ზევით ავწიოთ უკვე კარზე მომდგარი კლუბებს შორის მსოფლიო ჩემპიონატის თასი. ეს გვინდა ყველას და ვეცდებით მივაღწიოთ კიდეც დასახულ მიზნებს.” -განაცხადა ჩავიმ TV3-თან ინტერვიუში.

