დელ ბოსკემ აღიარა, რომ ცოტა გადაამლაშა ფეხბურთელის დატვირთვისას, თუმცა ჩავი შაბათს თამაშს მაინც შესძლებს.
ჩავის ცვლილება ძალზეც საგანგაშო სიგნალის მაუწყებელი გახდა, ვინაიდან ეს თავად ფეხბურთელმა მოითხოვა. ვისენტე დელ ბოსკე შეეცადა აღნიშნული ეპიზოდის მნიშვნელობა დაეფარა, თუმცა აღიარა, რომ ფეხბურთელის დატვირთვისას ცოტა გადაამლაშა. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ გასულ სეზონში ჩავის სერიოზული პრობლემები ჰქონდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. “ჩავის უსიამოვნო შეგრძნებები ჰქონდა და დისკომფორტს განიცდიდა. მან იცოდა, რომ ეს იყო ბოლო ცვლილება, ამიტომ მთხოვა, რომ კონკრეტულად ის გამეყვანა მოედნიდან.“
შეგახსენებთ, რომ გუშინ ესპანელები შოტლანდიელებს დაუპირისპირდნენ და 3:1 იმარჯვეს. მსოფლიო ჩემპიონების მხრიდან გოლები დავიდ სილვამ (2) და დავიდ ვილიამ (1) გაიტანეს.
