workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონამ ჩემპიონთა ლიგაზე თამაშით 70,55 მილიონი ევრო გამოიმუშავა

ბარსელონამ ჩემპიონთა ლიგაზე თამაშით 70,55 მილიონი ევრო გამოიმუშავა

გუშინ “ბარსელონამ”, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურის მატჩში, “პორტუ” ანგარიშით 2-1 დაამარცხა და პლეი-ოფის საგზური მოიპოვა.

როგორც Mundo Deportivo იტყობინება, კატალონიურმა კლუბმა, მიმდინარე სეზონში, ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე თამაშით 70,55 მილიონი ევრო გამოიმუშავა. პორტუგალიელებთან გამარჯვებამ “ლურჯ-ბროწეულისფერებს” 2,8 მილიონი ევრო მოუტანა, კიდევ 9,6 მილიონ ევროს კატალონიელები მერვედფინალში გასვლისთვის მიიღებენ.

აქამდე კი “ბარსელონამ” 58,15 მილიონი ევრო გაინაღდა. კლუბმა შემოსავალი ჯგუფურ ეტაპზე თამაშის ისტორიული რეიტინგით გაზარდა და ასევე სამი გამარჯვებისთვის ბონუსები მიიღო.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (9)

  • Bakero
    schedule 30 ნოე 2023, 01:27
    #9

    ციტატა: MESSI 2017
    ამიტო გვჭირდება ლიგაზე შორს გასვლა რომ ზაფხულში კარგი ტრანსფერები გავაკეთოთ ასეთი თამაშით კი შორს ვერ წავალთ 1/8 ფინალში უნდა გაგვიმართლოს მაშინ ძნა 1 გუნდია რომლის დამარცხებაც შეგვიძლია უმარტივესად მარტო და ეგეც ლანსია რომელიც ან გავა ჯგუფიდან და ან არა წელს ლიგიდან მინიმუმ 100 მილიონი უნდა წამოიღონ რო ალვარეზი კიმიხი ფირმპოგი ვრიცი ამათგან მინიმუმ 2 რომ მოვიყვანოთ თუ რაფინია სდა ლუიშ დიაზს მართლა გაცვლიან ავშემდებით მთავარია რომ არგენტინიდან ის კარგი თაობა დაითრიონ სანამ ოთუზბირიბარ დაედოთ ფასი და შეეშვან ამ ბრაზილიას 2-3 წლით მესიზე გაზრდილი თაობა მოდის არგენტინაში და ესენი ბრაზილიას გადააკვდნენ სანამ რეალმა აითვისა არგენტინის ბაზარი მიაქციონ ყურადღება დროზე


    ეგ ოთხეული (ალვარეზი/კიმიხი/ვირტცი/ფრიმპონგი) დაგვათრევინა ზაფხულში ჩვენს ბედს ძაღლი არ დაჰყეფს smile მაგიტომ გვჭირდება ლიგაზე მაქსიმალურად შორს გასვლა

  • nika 54
    schedule 29 ნოე 2023, 21:21
    #8

    მერე რათ გინდა, ლა ლიგაც მოვიგეთ და რაღაც 50 თუ 60 მილიონი უნდა მიგვეღო, მაგრამ გეხსომებათ როგორ გადაგვინაწილეს 10 თუ 15 მილიონებათ წლების მიხედვით 5 სეზონზე. ისე რო ტრანსფერისთვისაც კი ვერ გამოვიყენეთ.

  • nikolozi96
    schedule 29 ნოე 2023, 20:14
    #7

    ჩემი აზრით თებერვლიდან უკეთესები დავბრუბდებით.როკე სიახლეს შემოიტანს და აგე ნახავთ ლევანდოვსკი თუ არ ამოაგდოს.ზუსტად ბარსას ტიპაჟია ეგ ბიჭი.

  • Don_Andresito
    schedule 29 ნოე 2023, 20:02
    #6

    ციტატა: CHEPE
    ჩვენი ბედის რომ ვიცი პსჟ შეგვხვდება აბა ბორუსიას ვერ აჯობებს პირველობაში🤣🤣🤣


    პსჟ არ პირველზე გავა ან ჩარჩება. ჩეფერინს ნაყიდი ყავს უეფა, რა პენალტი მოუგონეს, ჯგუფში ჩარჩენას გადაარჩინეს, ხტფუი მაგათი, მაგრა უნდა მონა ჩეფერინს ლიგა თავის ახალ პატრონს, ხელაიფს შეტენოს. ამ ეტაპზე ვისაც არ უნდა შევხვდეთ ისეთ ცუდ ფორმაში ვართ ფავორიტები ვერავისთან ვიქნებით, ლანსი იყოს თუნდაც. იქნებ თებერვალში რამე გვეშველოს, როკემ მოგვხოდოს, ვინ იცის.

  • ani-messi-goat
    schedule 29 ნოე 2023, 18:32
    #5

    ციტატა: CHEPE
    ჩვენი ბედის რომ ვიცი პსჟ შეგვხვდება აბა ბორუსიას ვერ აჯობებს პირველობაში🤣🤣🤣


    პსჟმ თუ მოუგო დორტმუნდს 1ზე გავა და თუ ვერ მოიგო შეიძლება ვერც გავიდეს ჯგუფიდან

  • CHEPE
    schedule 29 ნოე 2023, 17:25
    #4

    ჩვენი ბედის რომ ვიცი პსჟ შეგვხვდება აბა ბორუსიას ვერ აჯობებს პირველობაში🤣🤣🤣

  • MESSI 2017
    schedule 29 ნოე 2023, 15:33
    #3

    ამიტო გვჭირდება ლიგაზე შორს გასვლა რომ ზაფხულში კარგი ტრანსფერები გავაკეთოთ ასეთი თამაშით კი შორს ვერ წავალთ 1/8 ფინალში უნდა გაგვიმართლოს მაშინ ძნა 1 გუნდია რომლის დამარცხებაც შეგვიძლია უმარტივესად მარტო და ეგეც ლანსია რომელიც ან გავა ჯგუფიდან და ან არა წელს ლიგიდან მინიმუმ 100 მილიონი უნდა წამოიღონ რო ალვარეზი კიმიხი ფირმპოგი ვრიცი ამათგან მინიმუმ 2 რომ მოვიყვანოთ თუ რაფინია სდა ლუიშ დიაზს მართლა გაცვლიან ავშემდებით მთავარია რომ არგენტინიდან ის კარგი თაობა დაითრიონ სანამ ოთუზბირიბარ დაედოთ ფასი და შეეშვან ამ ბრაზილიას 2-3 წლით მესიზე გაზრდილი თაობა მოდის არგენტინაში და ესენი ბრაზილიას გადააკვდნენ სანამ რეალმა აითვისა არგენტინის ბაზარი მიაქციონ ყურადღება დროზე

  • Rick Sanchez
    schedule 29 ნოე 2023, 15:18
    #2

    ამ შემოსავლია მხოლოდ 10 პროცენტის გამოყენება შეგიძლიათო იტყვის ტებასი.

  • C.PC5
    schedule 29 ნოე 2023, 15:12
    #1

    ფარა ქაია😃😂 როკეზე წუწუნი აღარ იქნება იმედია და მიაფორმებენ უცებ ლალიგამ თუარ გაგვიჩმახა🙂