მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სანაკრებო შეხვედრების შედეგები

სანაკრებო შეხვედრების შედეგები

  გთავაზობთ იმ სანაკრებო მატჩების შედეგებს, რომლებშიც მონაწილეობას იღებდნენ კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთელები.

 

1) მექსიკა : ბრაზილია – მინდა დავიწყო ბრაზილიის ეროვნული ნაკრებით, რომლის ღირსებასაც იცავენ ადრიანო კორეია და დანიელ ალვესი. აღსანიშნავია, რომ ეს უკანასკნელი მატჩის ანტიგმირი გახდა, რადგანაც 2-ჯერ მიიღო ყვითელი ბარათი და მოედნიდან გააძევეს. მეორე ყვითლის შემთხვევაში დაინიშნა პენალტი ბრაზილიელთა კარის მიმართ, თუმცა მეკარე მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა. პირველი ტაიმი “პენტა კამპეონებმა” 1:0 წააგეს(დავიდ ლუიზის ავტოგოლი), ხოლო მეორე ტაიმში გაიბრწყინა “ბარსას” ლეგენდამ, რონალდო დე ასის მორეირა, იგივე რონალდინიომ. მან ძველი დრო გაიხსენა და ბრწყინვალედ შეასრულა საჯარიმო დარტყმა. 5 წუთის შემდეგ კი მადრიდის “რეალის” ვარსკვლავმა, მარსელო ვიეირამ, შესანიშნავი გარღვევა განახორციელა და საბოლოო წერტილი დაუსვა თამაშს, 1:2 ბრაზილიელთა სასარგებლოდ.

 

[media=http://www.youtube.com/watch?v=J_C7g0zvvjQ]

 

2) ესპანეთი : შოტლანდია – ესპანელებმა დაასრულეს ევრო 2012-ის შესარჩევი ციკლი და მათ 8 თამაშიდან რვავე მოიგეს. ამ მატჩში გოლის გატანა მოახერხეს “სიტისა” და “ბარსელონას” ფეხბურთელებმა, დავიდ სივლამ და დავიდ ვილიამ. აღსანიშნავია, რომ მატჩის გმირი გახდა სილვა, რომელმაც ორჯერ აიღო მეტოქის კარი და ყოფილ თანაგუნდელს, ვილიას, საგოლე გადაცემა გაუკეთა. მატჩი ასევე მშვენივრად ჩაატარა პედრო როდრიგესმა, რომელიც საგოლე კომბინაციებში იღებდა მონაწილეობას. საბოლოო ანგარიში 3:1 დაფიქსირდა ესპანელთა სასარგებლოდ.

 

[media=http://www.youtube.com/watch?v=1mo8_MaeJd4]

 

3) საფრანგეთი : ბოსნია-ჰერცოგოვინა – ერიკ აბიდალის ნაკრებმა ქულის აღება მოახერხა ბოსნიელებთან. აღსანიშნავია, რომ ბოსნიელებმა ძალიან აქტიურად დაიწყეს მატჩი ფრანგების მოედანზე, ხოლო შეხვედრის მე-40 წუთზე “მანჩესტერ სიტის” ვარსკვლავმა, ედინ ძეკომ, ანგარიში გახსნა. ფრანგებმა მხოლოდ 78-ე წუთზე მოახერხეს წონასწორობის აღდგენა, როდესაც სამირ ნასრიმ ზუსტად შეასრულა თერთმეტმეტრიანი. საბოლოო ანგარიში 1:1 დაფიქსირდა.

 

[media=http://www.youtube.com/watch?v=bQvg8w6BUVo]

 

4) ვენესუელა : არგენტინა – სამწუხაროდ ლეო მესისა და ხავიერ მასკერანოს არგენტინამ ვერ მოახერხა ქულის აღება მეტოქესთან. ისინი მასპინძელ ვენესუელასთან მინიმალური ანგარიშით, 1:0 დამარცხდნენ. შეგახსენებთ, რომ ეს მატჩი იყო მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი.

 

[media=http://www.youtube.com/watch?v=GCnk2dx-G4o]

 

5) ჩილე : პერუ – ალექსის სანჩესის ჩილემ კი ბრწყინვალედ იასპარეზა და სახლში პერუს 4 გოლი გაუტანა, თუმცა 2 საკუთარ კარში მიიღო. საბოლოო ანგარიში კი 4:2 დაფიქსირდა, რა თქმა უნდა, ჩილელთა სასარგებლოდ.

 

[media=http://www.youtube.com/watch?v=pZv65N9O6PQ]

 

6) საქართველო : საბერძნეთი – ორიოდე სიტყვა მსურს საქართველოს ეროვნულ გუნდზეც ვთქვა. ქართველებს ბერძნები ეწვივნენ სტუმრად. მასპინძლებმა მოახერხეს და თარგამაძის გოლით წინ გავიდნენ, თუმცა შეხვედრის მიწურულს დროის მცირე მონაკვეთში გაუშვეს ორი გოლი და შეხვედრა სხვაგვარად წარიმართა. აღსანიშნავია, რომ მე-60 წუთიდან ქართველები 10 კაცით იყვნენ, რადგანაც მათ 3 შეცვლა გამოიყენეს და ამ ყველაფრის შემდეგ თარგამაძემ ტრავმა მიიღო.

 

[media=http://www.youtube.com/watch?v=aWT0-3jQvRM]

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში