კატალონიის “ბარსელონას” ყოფილმა ნახევარმცველმა, ბრაზილიელმა რივალდომ “მარკასთან” ინტერვიუში პარალელი გაავლო “ბლაუგრანას” მთავარ მწვრთნელ, ხოსეპ გვარდიოლასა და მადრიდის “რეალის” თავკაც, ჟოზე მოურინიოს შორის. შეგახსენებთ, რომ ლეგენდად ქცეული ფეხბურთელი ორივე მათგანს კარგად იცნობს და იცის, რომელი რას წარმოადგენს.
“გვარდიოლასთან ერთად “ბარსაში” ვთამაშობდი და უკვე მაშინ ვხედავდი მასში დიდ მწვრთნელს. პეპი არა მარტო შესანიშნავი დამრიგებელია, არამედ ბრწყინვალე ადამიანიცაა. იგივე შემიძლია ვთქვა მოურინიოზეც. იგი ყოველთვის გამოირჩეოდა პროფესიონალიზმით და თავისი საქმის სიყვარულით. მისთვის თითოეული წვრილმანიც კი მნიშვნელოვანია. ასე რომ ნამდვილად არ შემიძლია ხოსეპი და მოუ ერთმანეთს შევადარო და რომელიმე მათგანი გამოვყო. ორივე აკეთებს იმას, რაც უყვართ და კარგად გამოსდით.” -განაცხადა რივალდომ.
ძალიან ბევრი დაობს იმაზე, თუ რომელი ჯობია მწვრთნელობაში: ხოსეპ გვარდიოლა თუ ჟოზე მოურინიო? თქვენ რას ფიქრობთ…



