ჰოლანდის ტრანსფერში ბარსას მაზრაუი დაეხმარება

ჰოლანდის ტრანსფერში ბარსას მაზრაუი დაეხმარება

“ბარსელონაში” ერლინგ ჰოლანდის ტრანსფერზე აქტიურად მუშაობენ. კატალონიურ კლუბში იციან, რომ თუ ისინი აგენტ მინო რაიოლას კიდევ ერთ კლიენტს დაიმატებენ, ნორვეგიელი თავდამსხმელის ტრანსფერი უფრო მარტივი იქნება.

2009 წელს “ბარსელონამ” მილანის “ინტერიდან” მინო რაიოლას კლიენტი ზლატან იბრაჰიმოვიჩი დაიმატა. კატალონიელებმა ზლატანს რაიოლას კიდევ ერთი კლიენტი, ბრაზილიელი მარცხენა მცველი მაქსველიც მოაყოლეს. მსგავსი რამ იგეგმება ახლაც.

ლაპორტამ იცის, რომ თუ რაიოლას კიდევ ერთ ტრანსფერში დაეხმარება, ჰოლანდის ხელში ჩაგდება გაიოლდება. დამხმარის პოზიციაზე აღმოჩენის ყველაზე დიდი შანსი კი “აიაქსის” მარჯვენა მცველს, ნუსაირ მაზრაუის აქვს. “ბარსელონა” მის დამატებაზე სერიოზულად ფიქრობს, რადგან ზაფხულში ის თავისუფალი აგენტი იქნება, დაცვის მარჯვენა ფლანგი, ამ პოზიციაზე არაერთი ფეხბურთელის ყოლის მიუხედავად, გუნდისთვის ისევ პრობლემურია და რაც მთავარია, ეს კლუბს ჰოლანდის ტრანსფერში დაეხმარება.

მაზრაუის დამატების სურვილს “მილანი” და “დორტმუნდიც” გამოთქვამენ, მაგრამ ცნობილია, რომ მისთვის ბრძოლაში ფავორიტი “ბარსელონაა”.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (7)

  • Muxber
    04 მარ 2022, 23:07

    გასასშვებების მეტი რა არის ლენგლე უმტიტი რობერტო დემბელე მინგესა

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    04 მარ 2022, 22:00

    მინგესა და რობერტო წავლენ იმედია,რაც მაზრაუისთვის ადგილს გააჩენს

  • Don_Andresito
    04 მარ 2022, 16:52

    ასპი აღარ მოვა ესეიგი. ისე კესის თუ ვიმატებთ ეგეც რაიოლას ბიჭია და რაღათ გვინდა მაზრაუი? კი ასპიზე ახალგაზრდაა მარა ძალიან საეჭვო დონე აქვს. თან ნუ გგონიათ დესტიც დარჩება დანიც და ესეც მოვა. დესტის ან გაყიდვა და ან მარცხნივ გადაწევა მოუწევთ. მაგას ჯობს მარცხენა მცველი ვიყიდოთ, კესი კი ჰოლანდის ტრანსფერში დაგვეხმაროს. მაზრაუი დავიკიდოთ

  • Zura Gviniashvili
    04 მარ 2022, 15:15

    ციტატა: Griezzy7
    მაზრაუი რათ უნდათ ვერ ვხვდები. აზპილიკუეტა ხო მოყავთ თან დიდი არაფერი ფეხბურთელი არაა მაზრაუი + ძაან ტრამვიანია


    25 წლის ფეხბურთელი უფასოდ ძალიან კარგია თან არაა ნამდვილად ცუდი შენ როგორც უყურებ. ალბეში ხშირად ხოდზე არ იქნება ამიტომ ამას და დესტის შორის წავა კონკურენცია … რაც შეეხება ასპილიკუეტას ის მეორე კრაიზეც დადგება და ცენტრშიც ..ბევრი როტაციის საშუალება გვექნება პლიუს დიდი კონკურენცია ახალგაზრდებას და ბებრებს გამოაფხიზლებს . მთავარია ჰოლანდი ვიყიდოთ რომ მთავარი გოლიადორი გვყავდეს გუნდში და დანარჩეს სხვები იზამენ

  • nika 54
    04 მარ 2022, 14:59

    ანუ ერთი გასროლით ორ კურდღელს ვკლავთ? ეხლა საინტერესოა ამ თავისუფალ აგენტში რამდენს მოითხოვს რაიოლა, იმედია 20 მილიონს არა.

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    04 მარ 2022, 14:53

    დაცვა იქნება ასეთი. ცენტრი: პიკე, არაუხო, გარსია, კრისტენსენი.

    ფლანგის მცველები: ალვეში, დესტი, ალბა, მაზრაუი

    +ასპილიკუეტა რომელიც ცენტრშიც თამაშობს და ფლანგზეც.

    ალვეში რომ წავა მერე დავიმატოთ ან გაია ან გრიმალდო

  • serafime
    04 მარ 2022, 12:52

    ფაქტი ერთია, ზაფხულში კარგად გავძლიერდებით დანარჩენი უკვე ჩავიზეა.