მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ინიესტას ყველაზე მეტი გოლი ”რასინგისთვის” აქვს გატანილი

ინიესტას ყველაზე მეტი გოლი ”რასინგისთვის” აქვს გატანილი

პრიმერაში გატანილი 25 გოლიდან ანდრესმა 3 ”რასინგს” გაუტანა. ამ მომენტისთვის ეს გუნდი ყველაზე მეტად დაზარალდა ინიესტასგან.

მიუხედავად იმისა, რომ მისი მოწოდება გოლების გატანა არ არის გასულ სეზონში ანდრესმა თავი 8-ჯერ გამოიჩინა. 7 გოლი მან პრიმერაში გაიტანა, ხოლო 1 ჩემპიონთა ლიგაზე ”შახტართან”. ეს მისთვის საუკეთესო შედეგია. ამ გოლებიდან 2 მან ”რასინგს” გაუტანა.

გოლები სახლში და გასვლაზე

2010-11 წლის სეზონი ”ბარსასთვის” ”ელ ასრდინეროზე” მატჩით დაიწყო. პირველ ტაიმში მესიმ გუნდი წინ გაიყვანა. მეორე გოლი ანდრესის ანგარიშზეა. ნახევარმცველმა მეკარე გააკვირვა საჯარიმო ხაზის გარედან დარტყმული ბურთით. საბოლოო შედეგი ამ მატჩში დავიდ ვილიამ დააფიქსირა. მეორე წრეში ”ნოუ კამპზე” ”ბარსამ” ისევ 3:0 დაამრცხა ”რასინგი”, ხოლო მეორე გოლი კვლავ ანდრეს ინიესტამ გაიტანა.

პირველი გოლი სასიხარულო იყო

ყველაზე კარგად ინიესტას ”რასინგთან” 2009-10 სეზონში გატანილი გოლი ახსოვს. ხანგრძლივმა ტრავმებმა ანდრესს ბევრი მატჩი გამოატოვებინა. 21 თებერვალს ”ნოუ კამპზე” ის ”რასინგთან” შეხვედრაში დაუბრუნდა მოედანს. ის პირველი გოლის ავტორი გახდა, მატჩი კი 4:0 დასრულდა. ეს მისი ერთადერთი გოლი იყო იმ სეზონში.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში