მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბოილესენი “ბარსელონაში”?

ბოილესენი “ბარსელონაში”?

ჰოლანდიური “აიაქსის” 19 წლის მცველმა ნიკოლაი ბოილესენმა შესაძლოა გუნდი დატოვოს. დანიელმა ტალანტმა უკვე მიიქცია ისეთი გრანდების ყურადღება, როგორებიც არიან: კატალონიის “ბარსელონა”, ლონდონის “ჩელსი” და “მანჩესტერ იუნაიტედი”.

 

ბოილესენმა უკვე მოახერხა დანიის პირველ ნაკრებში 6 მატჩის ჩატარება. ასევე იგი ამ სეზონში “აიაქსის” ძირითად შემადგენლობაში იკავებს ადგილს. მან კარიერა თავის ქვეყანაში დაიწყო. ამის შემდეგ “ბრონდბიუში” გადაბარგდა და 2009 წლის იანვარში კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ ამსტერდამიდან მიიღო შეთავაზება. რა თქმა უნდა მომავლის ვარსკვლავმაც არ თქვა უარი ასეთ რამეზე და პრაქტიკულად დაიწყო პროფესიონალური კარიერა.

 

“ბარსელონა” დიდი ხანია ეძებს ცენტრალურ მცველს და თუკი ისინი მოახერხებენ ბოილესენის გადაბირებას, ეს შესანიშნავი ტრანსფერი იქნება მათთვის.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში