დანი ალვესმა 58-წლიანი რეკორდი მოხსნა

დანი ალვესმა 58-წლიანი რეკორდი მოხსნა

38 წლისა და 276 დღის ასაკში დანი ალვესმა მადრიდის “ატლეტიკოს” კარის აღება შეძლო.

ამ შედეგით დანი გახდა ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი, რომელსაც “ბარსელონას” შემადგენლობაში, ოფიციალურ შეხვედრაში, გოლი აქვს გატანილი, იტყობინება MisterChip. აქამდე, ამ რეკორდის მფლობელი ჟოან სეგარა იყო, რომელმაც 1964 წლის 25 აპრილს, 36 წლისა და 163 დღის ასაკში, “ბეტისს” გაუტანა.

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ გუშინ გოლის ავტორი 17 წლის გავიც გახდა. ეს არის პირველი შემთხვევა ლა ლიგის ისტორიაში, როდესაც ერთ მატჩში გოლები 18 წელს მიუღწეველმა და 38 წელს გადაცილებულმა ფეხბურთელებმა გაიტანეს.

“კამპ ნოუზე” დაბრუნების შემდეგ, დანი ალვესმა კომენტარი გააკეთა.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (4)

  • levanoza
    07 თებ 2022, 22:29

    მეგრელაძე და სვანაძე (დინამო), ასაკით კარგად განსხვავდებოდნენ, მაგრამ ერთად იყვნენ, თუ არა ვცდები შვედეთის რომელიღაც გუნდში!

  • Bakero
    07 თებ 2022, 21:31

    ციტატა: nika 54
    ქართველებს გვყავდა ასეთივე მაგარი მეგრელაძე, 40 წლამდე ისიც თამაშობდა. მალე კი თავისი შვილიც შეუერთდა მე მგონი ლანჩხუთის გურიაში თამაშობდნენ.


    კი მერაბ მეგრელაძე ჯერ ლანჩხუთში თამაშობდა მერე ქუთაისის ტორპედოში მეგრელაძე 44 ! წლამდე თამაშობდა smile და კარიერაში 343 ! გოლი აქვს გატანილი ბოლოს რუსეთში წავიდა სადღაც ციმბირში დაამთავრა კარიერა გარდაიცვალა ცხონებული 55 წლის ასაკში

  • nika 54
    07 თებ 2022, 16:16

    ქართველებს გვყავდა ასეთივე მაგარი მეგრელაძე, 40 წლამდე ისიც თამაშობდა. მალე კი თავისი შვილიც შეუერთდა მე მგონი ლანჩხუთის გურიაში თამაშობდნენ.

  • EL MAESTRO 6
    07 თებ 2022, 12:32

    მაგარი კი დაარტყა ალიოშამ, ისე მართლა უცნაურია დანისა და გავის შორის 21 წლიანი განსხვავებაა😆