ჩეხეთი – ესპანეთი

ჩეხეთი – ესპანეთი

ესპანეთის ნაკრებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მსოფლიოს უძლიერესი გუნდია და  გუშინდელ შეხვედრაში 0:2 იმარჯვა. გატანილი გოლების ავტორები კი ხუან მატა და ხაბი ალონსო გახლავთ. ესპანელებმა მატჩის პირველივე წუთებიდან დიდი პრობლემები შეუქმნეს ჩეხეთის ეროვნულ ნაკრებს. სწორედ ამას მოჰყვა მეექვსე წუთზე გატანილი ხუან მატას გოლი. დელ ბოსკემ ”ბარსას” ფეხბურთელი, კარლეს პუიოლი მეორე ნახევარში გამოიყვანა. ბლაუგრანელები ესპანეთის ნაკრებს შეტევაში ძალიან ეხმარებოდნენ.

ჩეხეთის ნაკრებიდან გამოირჩეოდა როსიცკი, მაგრამ მან მაინც ვერ მოახერხა გოლის გატანა. ასევე ორიოდე სიტყვა შეიძლება ითქვას ესპანელთა დაცვის ხაზზე. ისინი გუშინ საუკეთესოები იყვნენ. ხოლო მატჩს საბოლოო წერტილი ხაბი ალონსომ დაუსვა 23-ე წუთზე. ესპანელთა უპირატესობა ორამდე გაიზარდა. 70-ე წუთზე კი ჩეხებს ერთი კაცი გაუძევეს. ამის შემდეგ მოედანზე საინტერესო არაფერი აღარ მომხდარა. 0:2, ამ ანგარიშით იმარჯვეს ესპანელებმა. ახლა კი ვნახოთ მატჩის მომოხილვა.

 

ვიდეო

 

[media=http://www.youtube.com/watch?v=ebNDm5FBW4g]

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია