მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“უეფა” “ბარსელონას” 110,000 ევროთი აჯარიმებს

“უეფა” “ბარსელონას” 110,000 ევროთი აჯარიმებს

Mundo Deportivo-სა და Sport-ზე დაყრდნობით ვრცელდება ინფორმაცია, რომ “უეფამ” “ბარსელონა” 110,000 ევროთი დააჯარიმა იმ ორი დარღვევისთვის, რომელსაც ადგილი ჰქონდა მონაკოში, ევროპის სუპერთასის დროს.

 

სანქციის ნაწილი ეხება “აზულგრანას” გულშემატკივრების ჯგუფის მიერ ჩადენილ ინციდენტს. შეგახსენებთ, რომ “ლუი II”-ის სახელობის სტადიონის ტრიბუნებზე, მატჩის მსვლელობისას კატალონიელთა მხარდამჭერებმა შაშხანები აანთეს.

 

სანქციის მეორე ნაწილი კი გამოწვეულია “ბარსას” სტადიონზე დაგვიანებული გამოცხადებით, რამაც საერთო ჯამში მატჩის დაწყებაზეც იქონია ზეგავლენა.

 

“ბარსელონას” 10 დღე აქვს “უეფას” გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში