ჩავი ერნანდესი ალავესთან მატჩის წინ

ჩავი ერნანდესი ალავესთან მატჩის წინ

“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ჩავი ერნანდესმა, “ალავესთან” მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. 

“ალავესის” თამაშის სტილი დაახლოებით ისეთია, როგორიც ბილბაოს “ატლეტიკის”. ვეცდებით, წინა თამაშში დაშვებული შეცდომები გამოვასწოროთ. ამ მატჩში სამი ქულის აღება უმნიშვნელოვანესია. 
ანსუ ფატი ძალიან დამწუხრებულია. მის ოჯახს უკვე შევხვდით, ორშაბათს კიდევ ერთი შეხვედრა გვექნება. ექიმმა პრუნამ მითხრა, რომ ანსუს 30-35 წუთით თამაში შეეძლო, მაგრამ დამატებითმა დრომ გეგმა აგვირია. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მან ტრავმა მეტჯერ აღარ მიიღოს. 
დემბელეს მდგომარეობა არ შეცვლილა. მან ყველაფერი კარგად იცის და გადაწყვეტილებას თავად მიიღებს. 
გუნდის განვითარებას მეტი დრო სჭირდება, ვიდრე გვინდოდა. რა თქმა უნდა, შედეგები არ გვაკმაყოფილებს, მაგრამ ამ მოდელს ვენდობით და ვფიქრობ, ყველაფერი გამოვა, თუ მოთმინებას გამოვიჩენთ. 
ვარ თუ არა ოპტიმისტურად განწყობილი? სხვა შემთხვევაში აქ არ ვიქნებოდი. მესმის, რომ მაკრიტიკებენ. ვიცი, სად ვარ. გარდამავალი სეზონი არ არსებობს. ყველაფრის მიუხედავად, მცდელობა არ უნდა დავაკლოთ და ერთად ვიმუშაოთ იმისთვის, რომ მიზანს მივაღწიოთ. 
ყველაზე მეტ კრიტიკას კლუბის ვეტერანი ფეხბურთელები იღებენ, მაგრამ მათ თავდადებასა და მონდომებაში ეჭვი არ მეპარება. შემადგენლობის შერჩევა თამაშის ხარისხზეა დამოკიდებული, ამ მხრივ კი ბევრი ალტერნატივა არ გვაქვს. 
პირველ რიგში ინდივიდუალური თამაშის გამოსწორება და პრესინგის ხარისხის გაზრდა გვჭირდება. ეს ბევრ შრომას მოითხოვს. 
“ბილბაოსთან” თამაში გავაანალიზეთ. მათ გამბედაობისა და ინტენსიური თამაშის ხარჯზე დაგვამარცხეს. ბევრი ისეთი თვისება დაგვაკლდა, რის გარეშე თამაშიც დაუშვებელია, რაც გულს ძალიან მტკენს, რადგან ადრე ამაზე გვისაუბრია. 
ფრენკი დე იონგი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი უნდა იყოს და ეს ასეც იქნება. მას კუნთის დისკომფორტი აწუხებდა. ყველაფერი არ საჯაროვდება, მაგრამ ზოგი მოთამაშე მცირე დაზიანებით თამაშობს, მაგალითად ჟორდი ალბა და ფრენკი. ვცდილობთ, ეს პროცესი რაც შეიძლება კარგად ვმართოთ. 
თამაშის მიმდინარეობისას მეტოქის ნახევარზე მეტ დროს უნდა ვატარებდეთ, ბურთის გადატანის შემდეგ კი ეფექტურად ვუტევდეთ, რაც “ატლეტიკთან” მეორე ტაიმში უკეთესად გამოგვდიოდა, მაგრამ ეს კომპონენტი საგრძნობლად გასაუმჯობესებელი გვაქვს. 
ტერ შტეგენი “ბილბაოსთან” ბურთის გამოტანის დროს ფენომენალური იყო. 

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (12)

  • Davita
    23 იან 2022, 13:14

    ციტატა: nika 54
    "ყველაზე მეტ კრიტიკას კლუბის ვეტერანი ფეხბურთელები იღებენ, მაგრამ მათ თავდადებასა და მონდომებაში ეჭვი არ მეპარება. შემადგენლობის შერჩევა თამაშის ხარისხზეა დამოკიდებული, ამ მხრივ კი ბევრი ალტერნატივა არ გვაქვს".
    ეს კაცი გამაგიჟებს, გასაგებია რო ვეტერანები თავდადებულად და მონდომებით თამაშობენ, მაგრამ ჟიგული რო მერსედესს ვერ დაეწევა გინდაც მატორი გახეთქოს ხო ვიცით. დაანებე თავი ამ ალბას, დასვი სკამზე ხო ხედავ ვერ დარბის და რათ გვინდა? გოლები რო თვალოს.


    ვინ დააყენოს ალბას ადგილას? ართქვა ახლა ბალდეო :დ როცა ათამაშეს ღლესავით დარბოდა, შენ ახლა ხავიზე მეტად გინდა მოგებები ან მეტი გესმის?

  • kanja
    23 იან 2022, 10:02

    მგონი ჩავიმ გარეკა… რეებს ბოდიალობს!..მესის გაგდება რომ გადაეფარათ, იმიტომ მოიყვანეს!?.. ჯარიმის დამრტყმელი გუნდს რომ ეყოლება, ეს მწვრთნელს ეპატიება?..ლაპორტა, შენ უფრო უფრო მეტს აშავებ შენი აფერისტობით!.. ის მტერი იყო და გუნდი დაშალა, შენ მელა ხარ და კუდს აქიცინებ!.. მოკლედ, დედა უტირეს ბარსას…მესის გაშვებამ მოკლა ბარსას ფეხბურთი…

  • პავლოვიჩი56
    23 იან 2022, 02:20

    აღიარა ორი რამ:
    1. ფატის ტრამვა ამის ბრალია.
    2. პირველიდან გამომდინარე,როგორც მწვრთნელი ლენჩია.
    ზოგადად ვთვლი,რომ, ჩავის მოყვანა ემსახურებოდა,მესის გუნდიდან გაგდების შედეგად შექმნილი უარუოფითი ფონის,ნაწილობრივ გადაფარვას.

  • me da barca
    22 იან 2022, 22:42

    ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ თუ ნებისმიერი გუნდი ინტენსიურად შეგვიტევს, გოლი გარდაუვალია. ეგრევე გამო…იან და შეცდომას, შეცდომაზე უშვებენ.

  • gecheche
    22 იან 2022, 20:38

    nika 54,
    და ალტერნატივა წესიერი არ ყავს არავინ ბალდე როგორძც ჩანს არაა მზად თვითონ ხოარ ითამაშებს ვინც ყავს იმას ათამაშებს

  • nika 54
    22 იან 2022, 20:33

    "ყველაზე მეტ კრიტიკას კლუბის ვეტერანი ფეხბურთელები იღებენ, მაგრამ მათ თავდადებასა და მონდომებაში ეჭვი არ მეპარება. შემადგენლობის შერჩევა თამაშის ხარისხზეა დამოკიდებული, ამ მხრივ კი ბევრი ალტერნატივა არ გვაქვს".
    ეს კაცი გამაგიჟებს, გასაგებია რო ვეტერანები თავდადებულად და მონდომებით თამაშობენ, მაგრამ ჟიგული რო მერსედესს ვერ დაეწევა გინდაც მატორი გახეთქოს ხო ვიცით. დაანებე თავი ამ ალბას, დასვი სკამზე ხო ხედავ ვერ დარბის და რათ გვინდა? გოლები რო თვალოს.

  • El pistolero 9
    22 იან 2022, 19:35

    შტეგენზე ვეთანხმები იდეალური პასები აკეთა. სწორად დაუნახავს პრობლემები და დარწმუნებული ვარ აღმოფხვრის

  • azulgerana
    22 იან 2022, 19:09

    იმედია არ წააგებს და არც ნიჩიას ითამაშებს

  • shu1987
    22 იან 2022, 18:22

    ჩავი მე პირადად ბოლომდე მჯერა შენი, ერთი რამ ფაქტია ვეტერანებს არ უნდა ქონდეთ გარანტირებული ადგილი ძირითადში და მათაც უნდა უწევდეთ ბრძოლა, ბუსკეცმა მერამდენე შეცდომა დაუშვა ?? მერამდენედ ფაქტია სისწრაფეში ვერ აყვა მოწინააღმდეგეს ან თავად დაკარგა და გუნდს ქულების დაკარგვად დაუჯდა დავიჯერო ვერ ხედავ ??? ასევე ტერშტეგენი ფაქტია ძაან ბევრ შეცდომას უშვებს ხაზზე ძაან სუსტია და ფსიქოლოგიურადაც ხშირად იჭრება, მუნიაინის გოლის დროს პოზიცია დაკარგული ქონდა წინ რაუნდოდა როცა მცველები დროულად ჩამოვიდნენ?? ბევრ რამეს აღიარება ჭირდება , მე ვფიქრობ თუ ვეტერანებს სკამზე გადასვამს და ტერშტეგენს გამოაფხიზლებს უკეთესი შედეგი იქნება. ვისკა ელ ბარსა.

  • gecheche
    22 იან 2022, 17:30

    ზოგადად დღეს ძლიერი სკამი რომელ გუნდსაც ყავს ის იგებს ყველაფერს და ბარსას სკამი კიარა ფიზიკურად ძირითადი გუნდი არ ყავს ბოლომდე ჩამოყალიბებული ეს სეზონი გარდამავალია ახალ სეზონს სხვა ძალიან მაგარი ბარსა დაიწყებს

  • La Pulga10
    22 იან 2022, 17:11

    ინდივიდუალური შეცდომები გვღუპავს და კიდევ შეთამაშებულები არ ვართ,გუნდი არ გვქვია ჯერ-ჯერობით.კი ეპიზოდებში ძაან კაია,ძველი ბარსაც გაგახსენდება,მარა მთლიან თამაშში ვერ ვქაჩავთ.

  • gecheche
    22 იან 2022, 16:49

    ტერ შტეგენი მართლა კაი იყო ხოლო დანარჩენი არ ვიცი ჩავი უფრო მეცოდება სკამზე არ ყავს არავინ რო გუნდი გააძლიეროს თუნდაც მეორე ტაიმში ტრანსფერების გარშე არაფერი გამოვა ეს ასეა ამ შემადგენლობით ფიზიკურად რთულია რამე ვინმეს მითხოვა ყველქფერს დრო ჭირდება