პარასკევს, თბილისის დროით 00:30 საათზე (ხვალ ღამით) ესპანეთის თასის მერვედფინალში “ბარსელონა” “სან მამესზე” ბილბაოს “ატლეტიკს” დაუპირისპირდება.
“ბარსას” მთავარმა მწვრთნელმა, ჩავი ერნანდესმა აღნიშნული მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა:
დემბელე? ჩვენ ძალიან კომპლექსურ და რთულ სიტუაციაში ვართ. ორი გამოსავალია: უსმანმა ან კონტრაქტი უნდა გაახანგრძლივოს, ან კლუბი უნდა დატოვოს. ჩვენ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ.
მე მას მეტ ნდობას ვერ მივცემ. მას უპირატესობა აქვს და ყველაფერი თავად უნდა გადაწყვიტოს.
ხვალ გვეცოდინება, მოხვდება თუ არა დემბელე განაცხადში.
ფატიმ გასულ წელს ცოტა ითამაშა და ჩვენ ის ნელ-ნელა უნდა დავტვირთოთ. ანსუ ვარსკვლავია, მას გოლის გატანის ალღო აქვს და განსხვავების შექმნა შეუძლია. ის შესანიშნავი მოთამაშეა.
მისი პოზიცია? ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, რომელი ფეხბურთელები გვეყოლება ხელმისაწვდომი. ანსუს ფლანგსა და ცენტრში თამაში შეუძლია. ვნახავთ, როგორ ფიზიკურ მდგომარეობაში იქნება.
დემბელეს აგენტის სიტყვები? მე მიკვირს, როგორ შეიძლება, უსმანი ამბობდეს, რომ გახანგრძლივება სურს, მისი აგენტი კი იმას ამბობდეს, რაც გუშინ თქვა.
ფეხბურთელმა ცოტათი კლუბზეც უნდა იფიქროს.
უსმანს ჩემთვის იმედი არ გაუცრუებია.
დემბელე? ჩვენ ძალიან კომპლექსურ და რთულ სიტუაციაში ვართ. ორი გამოსავალია: უსმანმა ან კონტრაქტი უნდა გაახანგრძლივოს, ან კლუბი უნდა დატოვოს. ჩვენ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ.
ისე მაგანაც მიიღო გადაწყვეტილება, მოიტყუოს რო რჩება და კონტრაქტს ხელი არ მოაწეროს. ივნისში კი გაუბეროს სადაც მეტს მისცემენ ხელფასს ბონუსებთან ერთად.
წავაგებთ ამ მატჩს ასე მგონია
საღოლ ჩავი, გააიასნა და კითხვის ნიშნები აღარ დატოვა აბა რა ,მიიჯვან ეხლა და იჯდნენ მთელი სეზონი ტრიბუნაზე
ამ სეზონში მიზანი ალბათ არის:კოპა დელ რეი, ოთხეულში მოხვედრა და ევროპა ლიგის მოგება, თუ გუნდი ფორმაში ჩადგება შეძლებს სამივეს და მერე მომავალ წელს ტრანსფერების გაკეთებით( გაია, აზპი,ჰოლანდი, მაზარუი) ყველაფრისთვის ვიბრძოლებთ
ფატიზე,პედრიზე და არაუხოზე კრისტალი იბაზრა,აწმყო და მომავალია ბარსასი.მაგას დაამატე გავი და ნიკო.მჯერა ეს ბიჭები ქვას-ქვაზე არ დატოვებენ.
ვაი დედა ბისაკა აქ რო დავინახო ხო გამისკდა გული
აქ არაა კავშირში მაგრამ, მანიუ შოუს და ბისაკას გაშვებას აპირებსო და მოეყვანათ იჯარით რომელიმე არ იქნება ცუდი