ორიოლ რომეუს “ბარსელონაში” დაბრუნება ჯერ ოფიციალურად დადასტურებული არაა, მაგრამ გუშინ გავრცელებულ ცნობებს თუ დავუჯერებთ, ყველაფერი გადაწყვეტილია და ოფიციალურ განცხადებას დღეს უნდა ველოდოთ.
ორიოლ რომეუ 31 წლის საყრდენი ნახევარმცველია და ის მსოფლიო დონის ვარსკვლავებს შორის ნამდვილად არ შედის. თუმცა ეს ფეხბურთელი “ლა მასიას” აღზრდილია, რაც იმას ნიშნავს, რომ ის “ბარსელონას” თამაშის სტილს ძალიან კარგად იცნობს.
რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ჩავისა და მის თანაშემწეებს მიაჩნიათ, რომ დაცვით ასპექტებში ორიოლ რომეუს ბუსკეტსის შეცვლა შეუძლია, თუმცა პრობლემა შეტევაა. ასე იყო მთელი კარიერის განმავლობაში – რომეუ მხოლოდ დაცვაზე იყო კონცენტრირებული, თუმცა გასულ ზაფხულში “ჟირონაში” გადასვლის შემდეგ მან შემტევი თვისებებიც დახვეწა.
ხავი მიგელის ცნობით ჩავიმ ჟოან ლაპორტას უთხრა, რომ მომდევნო სეზონისთვის ორიოლ რომეუ დიდ სიურპრიზს შემოგვთავაზებს.
თვალი გადავავლოთ გასულ სეზონს და გავიხსენოთ, როგორ ითამაშა ორიოლმა ესპანური გრანდების წინააღმდეგ.
დავიწყოთ ჩემპიონით, “ბარსელონათი”.
“ჟირონამ” “ბლაუგრანასთან” საკუთარ კედლებში 0-1 წააგო, “კამპ ნოუზე” კი უგოლო ფრე ითამაშა. ორიოლ რომეუმ ორივე შეხვედრაში სრულად ითამაშა და ორივე მათგანში თავისი გუნდიდან ერთ-ერთი საუკეთესო იყო. პირველ მატჩში SofaScore-მა მას 7.1 ქულა დაუწერა, ხოლო სერხიო ბუსკეტსს – 6.9.
ორივე მატჩში რომეუს ზუსტი პასების ძალიან კარგი მაჩვენებელი ჰქონდა – 88% და 89%. ერთ შემთხვევაში მან ბუსკეტსის შედეგი გაიმეორა, მეორეში კი “ბარსას” ლეგენდას მთელი 6%-ით აჯობა.
“რეალ მადრიდთან” გამართულ ორ მატჩში “ჟირონამ” შესაძლო 6 ქულიდან 4 აიღო. კატალონიაში მასპინძლებმა 4-2 იმარჯვეს, მადრიდში კი გუნდებმა 1-1 ითამაშეს. ორიოლ რომეუ ორივე შეხვედრაში გამორჩეული იყო.
პირველ თამაშში რომეუმ 7.2 ქულა დაიმსახურა და გუნდიდან ჩამორჩა მხოლოდ ვალენტინ კასტელიანოსს, რაც გასაკვირი არაა, რადგან ამ უკანასკნელმა 4 გოლი გაიტანა. მოგებულ შეხვედრაში ორიოლის პასის სიზუსტე 94% იყო. ასევე აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავების წინააღმდეგ 8 ორთაბრძოლიდან რომეუმ 6 მოიგო, ბურთი კი მხოლოდ 3-ჯერ დაკარგა. განმეორებით მატჩში მისი პასის სიზუსტე 91% იყო, 7 ორთაბრძოლიდან კი კატალონიელმა 5 მოიგო.
აქვე გთავაზობთ ვიდეოს, სადაც ორიოლ რომეუს “რეალ მადრიდისა” და მისი ბრაზილიელი ვარსკვლავის, ვინისიუს ჟუნიორის წინააღმდეგ თამაშია აღწერილი. როგორც ჩანს, მომდევნო სეზონში რონალდ არაუხოს საქმე შეუმსუბუქდება.
ვნახოთ აბა ჩავი როგორ გაანაწილებს ამდენ ნახევარმცველებს, ვის რამდენ დროს მისცემს. იმედია სწორად გამოიყენებს ამათ და არ ჩაფლავდება. შეიძლება ბუგატი დაგიყენონ, მაგრამ თუ იდიოტი მძღოლი ხარ, ვერ გამოიყენო და რამეს შეასკდე.
Paulinios moyvanis drosac asec vicinodit es vin chemi fexebiao da im kacma tavisi saqme xutianze icoda. Mjera esec sheasrulebs tavis rols. Romeu dacvit aspeqts ro mixedavs Frenkies shetevistvis meti dro da tavisufleba eqneba, da frenkie shetevashi racaa ki vicit
საყრდენია და აბა შეტევაში ხომ არ დადგება?
რომეუ თუ ძირითადში დააყენა ჩავიმ და ასევე დეიონგი გუნდოგანი არვიცი შეიძლება ცენტრი ჩაბეტონდეს თუ გაამართლა მაგრამ პედრი გავის რას ვუშვებით?
საყრდენია და აბა შეტევაში ხომ არ დადგება?
თუ დაცვაშია მაგარი საყრდენზე დადგება ალბათ და ფრენკიმ შეტევას უხელმძღვანელოს.
Dacvashi martla kaia,deyongsac saimedod eqneba win awevis imedi,iseve rogorc gundos. Amis burtis dachera isedac rad gvinda imdeni gvyavs egeti. Prosta 2 welshi mosayvania umaglesi donis sayrdeni yvela pontshi.shors mainc ver wavalt asetebit,laligaze da tasebze gveyos sheidzleba.
დაცვაში ორი ცხოველი გვეყოლება, არაუხოსა და რომეუს სახით
ჟერარ რომეროს ინფორმაციით—>Barça signs Tudor Mendel-Idowu, an 18-year-old winger trained at Chelsea. He arrives free and will sign until 2026.Left-handed, Deco's bet and with a presence in the lower ranks of England, Tudor will do the preseason with Barça Atlètic.
და აე იმას არნიშნავს რომ ბარსაში გაიბრწყინებს ან იგივე დონეზე ითამაშებს ბარსას სხვა მოთხოვნები ექნება და აქ მაგრად გაუჭირდება ჟირონა დაცვითი სტილის გუნდია სადაც იდეალურად მოერგო
ჟირონაში რო გამორჩეული ხარ რა გასაკვირია.რა როლს მისცემენ ამას არვიცი თუმცა ძაან ეჭვი მეპარება რომელიმე ნახევარმცველს კონკურენცია გაუწიოს.
ღმერთმა ქნას
რომ ვუკვირდები ბოლო დროს დიდი იმედებით მოყვანილი ფეხბურთელები უფრო არ ამართლებენ ვიდრე ესეთი ტრანსფერები, ვინ იცის მართლა სურპრიზი იყოს ამის თამაში და უკან წაგვაღებინოს ყველა სიტყვა😃