“ბარსელონას” პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ Sport-სა და Mundo Deportivo-სთან ისაუბრა:
მესისთან კარგი ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ “ინტერ მაიამიში” ტრანსფერის შემდეგ მასთან არ გვისაუბრია.
ლეოს კონტრაქტი მზად გვქონდა, მაგრამ მისი გაფორმება შეუძლებელი იყო.
“ბარსელონა” ყოველთვის მესის სახლი იქნება.
ითამაშებს თუ არა არგენტინელი ისევ “ბარსაში”? ეს რთული საკითხია. აღნიშნული კითხვა მესის უნდა დავუსვათ. ლეო მაღალ დონეზე თამაშს ყოველთვის შეძლებს, მაგრამ მის დაბრუნებაზე ვერაფერს ვიტყვი.
კლუბის 125-ე დაბადების დღეზე მესის დიდებულ გაცილებას მოვუწყობთ.
ერთი მარჯვენა მცველი და ორი ნახევარმცველი უნდა შევიძინოთ, რომ ჩავის მოთხოვნები შევასრულოთ.
როცა სწორი დრო იქნება და ტრანსფერებს დავასრულებთ, ჩავის ახალ კონტრაქტს გავუფორმებთ.
ვფიქრობ, დემბელე “ბარსაში” დარჩება. ჩავის ის ძალიან მოსწონს. ფრანგი აქ ბედნიერია და გუნდში უყვართ.
მართალია, რომ უსმანი €50-მილიონიან გამოსასყიდ თანხას არ გამოიყენებს. მისთვის გრძელვადიან კონტრაქტს ვამზადებთ.
დემბელეს რთული აგენტი ჰყავს, რომელიც ყველაფერს ბოლო წამზე აკეთებს, მაგრამ, ვფიქრობ, შეთანხმებას შედგება.
ანსუ ფატის მომავალს “ბარსელონაში” ვხედავ. მას წარმატების მიღწევა აქ სურს. ანსუ გოლეადორია.
ჩავის სჯერა, რომ ფატის ახალი შანსი უნდა მისცეს.
“რეალ მადრიდზე” უკეთესი გუნდი გვყავს და კმაყოფილი ვართ.
გიუნდოგანი და ინიგო მარტინესი დავიმატეთ – ისინი კიდევ უფრო გაგვაძლიერებენ, ისევე, როგორც სხვები, რომლებიც მოვლენ. მათ უპრობლემოდ დავარეგისტრირებთ.
გუნდმა მნიშვნელოვანი ტიტულები კვლავ მოიგო და მომავალს ამბიციურად ვუყურებთ. გვსურს, მომავალ წლებში ქომაგებს დიდი სიხარული მივანიჭოთ.
ჯერ არ ვიცით, ვიტორ როკეს დარეგისტრირებას წელს შევძლებთ თუ არა: ეს FFP-ზე იქნება დამოკიდებული.
არდა გიულერთან დაკავშირებით “ფენერბაჰჩეს” €17.5 მილიონზე შევუთახმდით, მაგრამ შემდეგ სხვა კლუბები გამოჩნდნენ, რომლებიც მეტს იხდიდნენ. სატრანსფერო ბრძოლაში ვერ ჩავებმებოდით, რადგან მიგვაჩნია, რომ ეს შეცდომა იქნებოდა.
ვფიქრობ, სხვა ფეხბურთელების შეძენას ბევრად მარტივად შევძლებთ.
დეკუს როლი სპორტული საკითხების ჩავისთან ერთად გადაწყვეტაა. მათ შორის სრული ჰარმონიაა.
ჩემი წონა? თავს კარგად ვგრძნობ და შესანიშნავ დროს ვატარებ. როცა საქმე ჯამრთელობას ეხება, ფრთხილად უნდა იყო, მაგრამ რამის აკვიატება საჭირო არაა.
დიახ, მართალია, რომ “ბარსას” პრეზიდენტს ზოგჯერ დიდი სტრესის გადატანა უწევს და თითქმის ვერასდროს ისვენებს.
თეთრი გასვლითი ფორმა? ეს მაისური ვნახე და ძალიან მომეწონა. კომერციულმა ბრენდებმა აღნიშნული საკითხი კარგად შეისწავლეს.
ტებასთან ურთიერთობა გავაუმჯობესე. მას უესკაში, თავის სახლში შევხვდი.
ჩვენ პრივილეგიები არ გვექნება, მაგრამ ზოგიერთი წესი კლუბს მოერგება.
რეალზე უკეთესი შემადგენლობა რანაირად გყავს შენი აფერისტი დდშ, რეალმა წაიყვანა თუ ვინმე ახალგაზრდა და ნიჭიერი იყო, შენ ზდიე 35 წლის საშუალო კლასის იგროკებს, რომეუს მოყვანას ჯობია ისევ კესიმ ითამაშოს, ახალგაზრდაა ენერგიული და დეიონგთან ერთად რაღაცას იზავს
ერთი მარჯვენა მცველი და ორი ნახევარმცველი უნდა შევიძინოთ, რომ ჩავის მოთხოვნები შევასრულოთ.
აბა რაა, თავდასხმა ბრდღვნის ყველაფერს.
კი ასე თქვა, ბოლო წამებზე აკეთებს ყველაფერსო. თითქოს ამათ წამების გამო ფეხბურთელების გაფორმება არ დაუგვიანებიათ. ის კაცი თუ აკეთებხო საქმეს ხო აკეთებს, თქვენ რო არაუხო-2 13 წამის გამო უგუნდოდ დატოვეთ ეგ ჯობია?
რეალზე უკეთესი შემადგენლობა ცოტა გადამეტებულია არის პოზიცია უკეთესი თუმცა არის პოზიცია უარესი, უპრობლემოდ დავარეგისტრირებთო და ნახევარი გუნდი ჰაერში ყავს აფერისტი ნაბოჭვარია კარგად ვერთობიო გაერთე და ბოლოს კი ვიცი სადაც გაერთობი
როკე გავიფორმოთ ოფიციალურად თორე დეპრესია მაქ ხზპვრებაში პირველად მგონი და რაღა ბარსას ტრანსფერზე დამემართოს 😂
ნეტა თუ არ მობეზრდა ამ კაცს რაც მოვიდა მის შემდეგ ზღაპრების და თავის სიზმრებში რახდება იმის მოყოლა პპრესაზე
ლაპორტ მოხოდე კლუბიიი მოხოდეეეეე,დემბელეების და რომეუების და მაგისნაიების ადგილი აქ არაა,,ბერნარდო სილვაზე რამე ქენიიი🤦🏻♂️🤦🏻♂️
დემბელეს რთული აგენტი ყავს ?) ნუთუ მართლა ასე პირდაპირ თქვა )
პახოდუ კესის გაყიდიან