ბარსელონასა და სერჟი რობერტოს შორის მოლაპარაკებები ხვალიდან განახლდება

Marca-ს ცნობით, "ბარსელონა" და სერჟი რობერტოს წარმომადგენლები ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებების განახლებაზე შეთანხმდნენ.
მადრიდული გამოცემის ინფორმაციით, მხარეები შეხვედრებს ხვალიდან დაიწყებენ. მიზანი ხელშეკრულების 2 წლით გახანგრძლივებაა, რომელიც ფეხბურთელის ხელფასის შემცირებას ითვალისწინებს.
რობერტოს ამჟამინდელი კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება, რაც ნიშნავს, რომ, თუ მხარეები შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, ზაფხულში ის გუნდს უფასოდ დატოვებს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]