გვარდიოლა: მედლის მეორე მხარე (II ნაწილი)

გვარდიოლა: მედლის მეორე მხარე (II ნაწილი)

ახალგაზრდა გვარდიოლამ პირველ გუნდში დებიუტის წინ თქვა:” მე ნახევარმცველი ვარ 4 ან 6 ნომრის პოზიციაზე. მე უფრო ტექნიკური ფეხბურთელი ვარ და ვთამაშობ მარტივად: “მივცე ბურთი სხვას კომფორტულად და არ გავაკეთო ზედმეტი მოძრაობები.”.

 

პეპი რამდენიმე თვეში ძალიან განვითარდა. ახალგაზრდული სისტემიდან, ის უცებ ვარსკვლავი გახდა, რაც არც ისე ხშირია. მან 2-3 წლით დიდ ფეხბურთელებს დაასწრო. პირველ გუნდში ახალწვეულიდან ძირითადის ფეხბურთელად საკმაოდ მოკლე დროში გარდაიქმნა.

 

კრუიფის სისტემაში, ნახევარდაცვაში 4 ნომერს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ის გუნდის ძირითადი ნაწილი იყო, რომელიც იწყებდა შეტევას. 4 ნომერი იყო ფეხბურთელი, რომელიც ანელებდა ან აჩქარებდა თამაშის მიმდინარეობას, რომელიც აკეთებდა ყველაფერს გუნდში.

 

“ბარსელონამ” პირველი ჩემპიონთა ლიგის თასი გვარდიოლასთან ერთად მოიგო. ზეიმის დროს მან განაცხადა:” კატალონიის მოქალაქეებო! საბოლოოდ ის აქ ჩამოვიტანეთ!”

 

კიკო ნარვაეზი (გვარდიოლას თანაგუნდელი ესპანეთის ნაკრებში):” მოედანზე ის ყოველთვის მე მაწვდიდა ბურთს, რაც ჩვენს ურთიერთობას ცვალებადს ხდიდა. ის განსხვავებულად აზროვნებდა. უნდოდა, რომ მის გუნდს ბურთი ჰქონოდა. მოგება, მაგრამ ბურთის ფლობით.”

 

მანელ ესტიარტე (ესპანელი წყალბურთელი):” როდესაც 1992 წელს ოლიმპიური თამაშები მოიგო და მედალი მაჩვენა, გავეხუმრე, მე 4 ოლიმპიადაზე მივიღე მონაწილეობა და ვერაფერი მოვიგე, თავად კი პირველივე გამოსვლაზე ოქროს მედალი აიღო.”

 

ფერნანდო იერო:”გვარდიოლას დარი ტექნიკური და ხედვისმქონე ფეხბურთელი ეროვნული ნაკრებისთვის ღვთის წყალობა იყო.”

 

რაული:” ჩემი პირველი გოლი ეროვნულ ნაკრებში მისი საგოლე პასით გავიტანე. როდესაც პირველად მივედი ვარჯიშზე, პირველი მან გამამხნევა. მას ყოველთვის სურდა თავისი იდეები ვიღაცისთვის გაეზიარებინა.”

 

მიშელ გონსალესი:” ის არასდროს იღლებოდა ფეხბურთის თამაშით. მოედანზე ის მუდამ ლაპარაკობდა, რაღაცას ანიშნებდა თანაგუნდელებს, ალაგებდა გუნდს და ეს ჩემს ყურადღებას იქცევდა. თითქოს ის დინების დამორჩილებას ცდილობდა. .”

 

კიკო ნარვაეზი:” ის არასდროს ჩერდებოდა, სულ ლაპარაკობდა. ერთხელ პეპმა ჩემს წინააღმდეგ წესი დაარღვია მსაჯმა კი ჯარიმა არ დანიშნა. როდესაც ავდექი მივირბინე და ვუთხარი “ახლა აღარ ლაპარაკობ არა?” ის კი გადამეხვია და მითხრა “არ შეიძლება ცოტა ხანს დავისვენო?” მე კი გამეღიმა და თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე.”

 

ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ, “ბარსელონამ” დიდი ტრანსფერების განხორციელება დაიწყო. გვარდიოლას აგენტმა კი იმ დროის ხელძღანელობას კონტრაქტის გახანგრძლივება მოსთხოვა. ხელძღვანელობამ კი მას ძალიან დაბალი ფასის კონტრაქტი შესთავაზა. პეპს “ბარსაში” დარჩენა სურდა, “პარმა” კი მაესტროში საკმაოდ დიდ თანხას იხდიდა. გაწამაწიასა და გაგუებრობაში, როგორც იქნა გაახანგრძლივა კონტრაქტი, მაგრმ სამი თვის შემდეგ მოხდა ის რაც ბევრს კარიერას უნგრევს – ტრავმა..

 

არავინ იცოდა რა სახის ტრავმა აწუხებდა მაესტროს. არავინ იცოდა როგორ მოერჩინათ ის და არავინ იცოდა როდის, ან საერთოდ თუ დაუბრუნდებოდა მოედანს. მან ძალიან მძიმე დრო გადაიტანა. მთელი წელი ექიმებმა ამ ტრავმის დადგენასა და მორჩენას მოანდომეს. ამ დროს პეპი ძალიან ღელავდა.. იგი ისედაც გულჩათხრობილი ადამიანია, ამ ტრავმამ კი იგი საკუთარ თავში უფრო ჩაკეტა..

 

ამ წლებში ბევრი რამ შეიცვალა.. “ბარსელონაში” მოვიდა ლუის ვან გაალი და როგორც ერთ დროს ლუის მილია შეცვალა გვარდიოლამ, პეპსაც სჭირდებოდა შემცვლელი.. და იპოვეს კიდეც! ჩავი ერნანდესი!.. ტრავმირებული პეპი ჩავის ყოველთვის გვერდში ედგა, ესწრებოდა მატჩებს, აძლევდა რჩევებს..

 

გვარდიოლა იმ დროისთვის იყო პირველი “ლა მასიელი”, რომელმაც თვითონ გადაწყვიტა წასვლა. მას სურდა დარჩენა, მაგრამ იგი გუნდში თავს არაკომფორტულად გრძნობდა. მან განაცხადა კიდეც, რომ კარიერას სხვა ქვეყნის გუნდში დაასრულებდა და დანაპირებიც აასრულა..

 

ბოლო მატჩი ითამაშა ისე, როგორც პირველი.. ასე მხოლოდ დიდი ფეხბურთელები მიდიან.. ისეთი დიდი ფეხბურთელი, როგორიც პეპ გვარდიოლა იყო..

 

წავიდა იტალიაში, “ბრეშაში”, სადაც ლუკა ტონი და რობერტო ბაჯო თამაშობდნენ.. გვარდიოლას პრობლემები არც იქ აკლდა.. მას ნანდროლონის (დოპინგის სახეობა) მოხმარებაში დასდეს ბრალი. როდესაც მანელ ესტიარტემ (წყალბურთელი) გაიგო ეს ამბავი, მან გადაწყვიტა ენახა პეპი და გვერდში დადგომოდა, მაგრამ მას სულ სხვა სიტუაცია დახვდა.. პეპი იყო  მოტივირებული ისე, როგორც არასდროს! მას სურდა, დაემტკიცებინა თავისი სიმართლე..

 

გვარდიოლას და:” რამდენჯერმე მას ვუთხარი, რომ ამ საქმისთვის თავი დაენებებინა, რომ ისინი არ დაიწყებდნენ გამოძიებას, მაგრამ იგი ჯიუტად ცდილობდა დამტკიცებას. მის ადგილას, რომ ვყოფილიყავი, თავს დავანებებდი. იგი არ გაჩერდა და თავისი სიმართლე დაამტკიცა. ის ისე იყო ამ საქმეში ჩართული, რომ როდესაც მას ბრალდება მოუხსნეს, ვფიქრობ ის მის ცხოვრებაში უბედნიერესი დღე იყო.”

 

ყატარში გატარებული რამდენიმე წლის შემდეგ, მან კარიერა დაასრულა და დაიწყო სამწვრთნელო კურსებზე სიარული. მისი თანაკურსელი ამბობს, რომ არ იცის როგორ სწავლობდა სკოლაში, მაგრამ ფიქრობს, რომ ის იმ ბავშვების სიაში იქნებოდა, რომელსაც კარგი ნიშნები ჰყავთ მეცადინეობის გარეშე.

 

ჩიკი ბეგირისტაინმა მოიფიქრა, რომ პეპ გვარდიოლა ახალგაზრულ სისტემაში დაესაქმებინათ.. სწორედ ასე მოხვდა პეპი “ბარსა ბ-ში”..

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე ექსკლუზიური წვდომა, რეკლამების გარეშე საიტი და სხვა პრივილეგიები.

გაიგე მეტი arrow_forward