დღეს “ბარსელონა” 23:00 საათზე კატალონიურ დერბიში “კორნელია-ელ პრატზე” “ესპანიოლს” შეხვდება.
გარდა იმისა, რომ მოგების შემთხვევაში “ბარსა” ჩემპიონი ხდება, მატჩი გამორჩეული სხვა მხრივაცაა – თუ ჩავის გუნდი კარს მშრალად კიდევ ერთხელ შეინახავს, ეს მათთვის 26-ე ქლინშითი იქნება, რითაც ლა ლიგის რეკორდს გაიმეორებს.
აღნიშნული რეკორდი ლა კორუნიის “დეპორტივოს” მეკარეს, პაკო ლიანიოს ეკუთვნის. ეს მაჩვენებელი არა მხოლოდ ესპანეთის ჩემპიონატის, არამედ ტოპ 5 ლიგის მასშტაბით ყველა დროის საუკეთესო შედეგია (38-ტურიან გათამაშებებში).
მარკ-ანდრე ტერ შტეგენს ამ რეკორდის გასაუმჯობესებლად წინ 5 მატჩი აქვს და მხოლოდ 2 მშრალი შეხვედრა სჭირდება.
ხოდა ითამაშონ ბოლო თამაშები 0-0 -ები.
ბრეითვეითმა მოინდომა ამ რეკორდის გაფუჭება, თუმცა შტეგომ სამი თითის კომბინაცია უჩვენა.
მოიხსნებაა ეს რეკორდი🙃
მთავარია დღეს 2007 წლის ჯავრი ვიყაროთ.ამჯერად უფრო მწარედ გადაეხდებათ.ჩვენ ჩემპიონები ისინი მეორე ლიგაში🙃ამაზე დიდი სიხარული ამ გაჭირება სეონში ლიგის მოგება თუ იქნებიდა😃