ჩავი ერნანდესმა “რაიო ვალიეკანოსთან” მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.
ხვალ რთული თამაში გველის. “რაიო ვალიეკანო” ძალიან ინტენსიურ ფეხბურთს თამაშობს.
დემბელე და კრისტენსენი შაბათს [“ბეტისის” წინააღმდეგ] დაბრუნდებიან. ისინი თავს კარგად გრძნობენ.
გარსია ბუსკეტსის შეცვლის ერთ-ერთი კანდიდატია, მაგრამ ჩვენ დე იონგი და კასადოც გვყავს. ჩვენ ბევრი არჩევანი გვაქვს, მაგრამ ერიკმა “ელჩესთან” საყრდენის პოზიციაზე კარგად ითამაშა და ის რეალური კანდიდატია.
ლა ლიგაში 24 ქულა დარჩა მოსაპოვებელი და მეორეადგილოსანს 11 ქულით ვუსწრებთ. ეს სერიოზული უპირატესობაა, მაგრამ არა – გადამწყვეტი. ჩემპიონობას თითოეული მოგებით ვუახლოვდებით.
მე ლა ლიგის მოგებაზე ვფიქრობ, რეკორდები არ მაინტერესებს. უნდა გვახსოვდეს, სად ვიყავით გასულ სეზონში. სწორედ შარშანდელ გუნდს უნდა შეგვადაროთ და არა გუნდს, რომელმაც ტრიპლეტები მოიგო.
უნდა დაგვეხმაროს თუ არა ლა ლიგის პრეზიდენტი მესის დაბრუნებაში? ეს ტებასს უნდა ჰკითხოთ. კლუბმა გარკვეული რეგულაციები უნდა შეასრულოს, მეტი არაფერია.
ყველა საკუთარ ინტერესებზე ზრუნავს. ჩვენი ინტერესი ლა ლიგის მოგება იყო, განსაკუთრებით, ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ. ვფიქრობ, “ბარსელონას” გულშემატკივრები ამას დააფასებენ.
ანჩელოტი მართალია – თუ გუნდების დონეს შევხედავთ, “ბარსასა” და “რეალ მადრიდს” შორის 11-ქულიანი სხვაობა არაა. მის სიტყვებს კომპლიმენტად ვიღებ. ეს ბევრს ამბობს იმაზე, თუ როგორ ვასპარეზობთ ლა ლიგაში.
ალბასა და ბუსკეტსის ვახშამი მესისთან? მე ლეოსთან ერთად დესერტზე წავედი (იცინის)… მათ მესის შესახებ არაფერი უთქვამთ.
მესის გაწვრთნა? ეს ჰიპოთეტურია. ჩვენ ლა ლიგაზე ვართ ფოკუსირებულნი, სხვა არაფერზე. ლეოზე საუბარი მიყვარს, მასთან კარგი ურთიერთობა მაქვს. მაგრამ ახლა “რაიოზე” ფიქრის დროა.
მებაღეს რამდენიმე წელია, მეძახიან. ამას ხუმრობად ვიღებ. მინდვრის საფარის მდგომარეობაზე საუბარს არ შევწყვეტ.
პრეზიდენტთან ჩემს კონტრაქტზე ვსაუბრობ, მასთან კარგი ურთიერთობა მაქვს. შეთანხმება პრობლემა არ იქნება.
ტერ შტეგენის ხასიათს ვიცნობ, რადგან მისი თანაგუნდელი ვიყავი. ის ამჟამად მსოფლიოს საუკეთესო მეკარეა.
ხოდა კი მიიღო 4-2..::DDD
ლა ლიგაში 24 ქულა დარჩა მოსაპოვებელი და მეორეადგილოსანს 11 ქულით ვუსწრებთ. ეს სერიოზული უპირატესობაა, მაგრამ არა – გადამწყვეტი. ჩემპიონობას თითოეული მოგებით ვუახლოვდებით.
[u][/u]
რა 24 ქულაა მოსაპოვებელი? ალბათ იმის თქმა უნდოდა რო 24 ქულაა გასათამაშებელი. მოსაპოვებელი ჩვენთვის მხოლოდ 14 ქულაა, რო ჩემპიონობა გავინაღდოთ. ისიც იმ შემთხვევაში თუ რეალი 8-ვე დარჩენილ თამაშს მოიგებს. ამაში კი დიდი ეჭვებია, რეალი შეეშვა ჩემპიონობისთვის ბრძოლას და ეს დღევანდელი მატჩის განაცხადიდანაც ჩანს. ანჩელოტის არც ბენზემა და არც კურტუა ძირითადში არ ყავს.
https://www.eurosport.com/football/liga/2022-2023/live-girona-fc-real-madrid_mtc1362685/live-lineup.shtml
ტერ შტეგენი
კუნდე-არაუხო-ჩადი რიადი-ბალდე
კესიე-გარსია-გავი
რაფინია-ლევანდოვსკი-ფერან ტორესი