workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონა როკეს ალტერნატივად ობამეიანგს განიხილავს

ბარსელონა როკეს ალტერნატივად ობამეიანგს განიხილავს

“ბარსელონას” ერთ-ერთი პრიორიტეტი შეტევის გაძლიერებაა.

“ბარსას” მთავარი სამიზნე “ატლეტიკო პარანაენსეს” თავდამსხმელი, ვიქტორ როკეა, რომელშიც ბრაზილიელები 45 მილიონ ევროს ითხოვენ. FFP-სთან დაკავშირებული პრობლემების გამო, კატალონიელებს ამ თანხის გადახდა გაუჭირდებათ, ამიტომ კლუბი ალტერნატიულ ვარიანტებს განიხილავს.

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, “ბლაუგრანა” როკეს ერთ-ერთ ალტერნატივად პიერ-ემერიკ ობამეიანგს განიხილავს, რომელიც სეზონის ბოლოს “ჩელსის” დატოვებს. თავად გაბონელი “ბარსელონაში” სიამოვნებით დაბრუნდება.

33 წლის ფეხბურთელს “ჩელსისთან” კონტრაქტი 2024 წელს ეწურება, რის გამოც კლუბი მას სავარაუდოდ შედარებით დაბალ ფასად შეელევა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (12)

  • I N I E S T A 8
    schedule 26 აპრ 2023, 01:36

    ციტატა: Gaucho24
    ალვარესი არ უნდა დაეკარგათ , იდეალურად ჯდება ყველაფერში ხულიტო და ახლა ძნელი წარმოსადგენია სიტი ადვილად შეელიოს


    რა ქნეს როგორ მინდოდა ეყიდათ არა და კაპიკებში შეგვეძლო დაგვეთრია ხულიტო🙃 ლაპარაკი იყო რამოდენიმე ინგილსურმა და ესპანურმა გაზეთმა დაწერა მგონი აქაც იდო სტატია იჯარაზე და ეგ თუ მოხდა რავიცი ძმაო ტებასს არ შევაგინებ არასდროს🙃ხულიტო მეც მევასება და აკვდება ჩვენ გუნდს მისი სტილი ჰალანდსაც არ დაუჯდება სკამზე და თუ მოინდომა გვარდიოლა არ დაიჭერს და ვფიქრობ იჯარა და გამოსყიდვა 90 ღირს დღევანდელ ფასებში მეტს არც მოითხოვს სიტი ეგეც ბევრია

  • nika 54
    schedule 25 აპრ 2023, 18:50

    ციტატა: gio-rakitich
    ეე ესე არაფერი გვეშველება


    ციტატა: gio-rakitich
    ეე ესე არაფერი გვეშველება


    მე მგონი გვეშველება, ლეო თუ დაბრუნდება.

  • ♠️Spookyfy♠️
    schedule 25 აპრ 2023, 03:34

    Ravici,ki magrad mevaseba,miyvars rogorc tipi da igrokic dzaan sakaifoa miuxedavad asakisa,mara awi amas seriozuli regresi daewyeba,amito roques moyvana jobia. Mag bichis fasma kide ar aiwios da egeb amartlebs. Tan 1 weli gunds sheechveva da mere chaibarebda dziritads,tu ara 40 milionad europashi sul gavyidit axalgazrda bichia.

  • cezo45
    schedule 25 აპრ 2023, 00:33

    ვაახ ბიჭო არადა ეს როკეც მაგარი ვინმეა მარა მე თუ მკითხავთ ობამეიანგი საერთოდ არიყო გასაშვები და ლევანდოვსკი საერთოდ არიყო მოსაყვანი

  • nikusha
    schedule 24 აპრ 2023, 22:08

    ობამა მოიყვანონ ამ გაჭირვების ჟამს როკემ კი დაგველოდოს 2024მდე და მერე ვიყიდით

  • Rick Sanchez
    schedule 24 აპრ 2023, 21:44

    ციტატა: Visca el barca
    რა ობამეიანგი ბიჭო, ხო არ აკანკალებთ


    ეგრე ამბობდით შარშანაც მარა კი იხმარა მთელი ლალიგა

  • Visca el barca
    schedule 24 აპრ 2023, 20:52

    რა ობამეიანგი ბიჭო, ხო არ აკანკალებთ

  • gio-rakitich
    schedule 24 აპრ 2023, 20:43

    ეე ესე არაფერი გვეშველება

  • Gaucho24
    schedule 24 აპრ 2023, 20:35

    ალვარესი არ უნდა დაეკარგათ , იდეალურად ჯდება ყველაფერში ხულიტო და ახლა ძნელი წარმოსადგენია სიტი ადვილად შეელიოს

  • Giorgi99
    schedule 24 აპრ 2023, 19:38

    ჩემი მოკრძალებული აზრით ,ლევანდოსვსკიზე მესის გადმოსვლა მოქმედებს ფსიქილოგიურად, ერთი პერიოდი ჭიდილი ქონდათ ოქროს ბურთისთვის.

  • GM BARCA
    schedule 24 აპრ 2023, 19:16

    45 მილიონი ძაან ბევრია ამისთვის, იჯარით თუ აიყვანენ შეიძლება დაფიქრება, ობამა კლასნია და რატო გაუშვეს ვერც ვხვდები, კი აიღეს რაღაცა თანხა, მაგრამ გასაშვების მეტი რა იყო და არი. ლევანას უეჭველი უნდა შემცვლელი, თუ არა ძაან მოუკლო , კი მართალია პასებით ვერავინ ამარაგებს მარა გუშინ რაებიც აკეთა ეგ მეეჭვება პასების ბრალი იყოს.

  • alwaysculerr
    schedule 24 აპრ 2023, 18:47

    45 ლიმონზე ნაკლებად თუ დაკერეს მოსულა,დანარჩენ შემთხვევაში ობამეიანგი ჯობია