“ბარსელონა” ლა ლიგის 29-ე ტურში სტუმრად “ხეტაფეს” დაუპირისპირდა და 0-0 ეთამაშა.
“ბლაუგრანა” ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდა, თუმცა ბევრი სახიფათო მომენტის შექმნას ვერ ახერხებდა და საბოლოოდ დავიდ სორიას კარი ვერ აიღო.
გოლის გატანის ყველაზე კარგი შანსი კატალონიურ გუნდს პირველ ტაიმში ჰქონდა, როდესაც რაფინიამა და ალეხანდრო ბალდემ ბურთი ძელს გაარტყეს.
2 ქულის დაკარგვაზე მეტად სამწუხარო სერჟი რობერტოს ტრავმაა, რომელიც შესაძლოა მიმდინარე სეზონში მოედანზე ვეღარ დაბრუნდეს.
“ბარსელონას” 73 ქულა დაუგროვდა და მეორეადგილოსან “რეალ მადრიდთან” კვლავ კომფორტულ, 11-ქულიან, უპირატესობას ინარჩუნებს.




"ბარსელონას" 73 ქულა დაუგროვდა და მეორეადგილოსან "რეალ მადრიდთან" კვლავ კომფორტულ, 11-ქულიან, უპირატესობას ინარჩუნებს.
ეს კი იმას ნიშნავს, როგორც ჩანგელია იტყოდა: ბარსა დარჩენილ 9 ტურში მაქსიმუმ 27 ქულის აღებას მოახერხებს ეს კი ჯამში 100 ქულაა და შესაბამისად კიდევ ერთ რეკორდს: სეზონში 101 ქულას ვეღარ დააგროვებს.
თუმცა საქმე ისე მიდის რეკორდები კი არა ჩემპიონობაც არ დაკარგონ.
გაგეცინება და რაფინია მატჩის მეფე გახდა.
ლევანდოვსკიმ თავისი მაქსიმუმი ამოწურა ბაიერნში და ბოლოს გამოუშვეს გამოფიტული ასაკში შესული რომელიც მარტო სახელი დადის მოედანზე ეგეც თუ ბარსას ლიდერია მე მესი ვყოფილვარ მაშინ
რა რაფინია რატომ არის სურათზე?! მაგზე უფრო "რაფინია" მარტო ფერან ტორესი იყო, რომელიც ვერც კი შევნიშნე, მოედანზე იყო თუ არა
უღიმღამო და მოსაწყენი თამაშების კატეგორიაში პრიზს ნამდვილად იმსახურებს :დ
ხუმრობ ავტორ? ამ თამაშის ერთადერთი პლიუსი რობერტოს დამტვრევაა😕