სერხიო ბუსკეტსს კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ მიუღია, თუმცა ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ესპანელი “ბარსელონას” შეთავაზებას დათანხმდება.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, 34 წლის ფეხბურთელი საკუთარ მომავალს ლიონელ მესის უკავშირებს. “ბარსას” კაპიტანი დარწმუნებულია, რომ არგენტინელი “ბარსელონაში” დაბრუნდება და ხელშეკრულების გახანგრძლივებას ამიტომ თანხმდება.
ბუსკეტსი “ბლაუგრანაში” 2024 წლამდე დარჩება და ახლანდელზე გაცილებით ნაკლებ ხელფასს მიიღებს.
MD-ს თანახმად, მესი და ბუსკეტსი მომავალს ერთად გეგმავენ. ისინი ევროპული კარიერის დასრულების შემდეგ აშშ-ში ან საუდის არაბეთში ერთად თამაშს აპირებენ.

და მესი რო არ დაბრუნდეს რას იზამს?
ესენი მაგრად თამაშობდნენ ერთად, მახსოვს გვარდიოლამ ინტერვიუში რო თქვა: მესიმ პირველივე ვარჯიშზე მითხრა ეს ბიჭი(ბუსკეტსი) ძალიან ჭკვიანია მინდორზეო და ძირითადში აუცილებლად გადმოიყვანეთ-ო.
ბუსის ავტორიტეტი კითხვის ნიშნის ქვეშ არასდროს დამდგარა და არც დადგება, მაგრამ მომავალი სეზონიდან დე იონი გავი პედრის ტრიოს ველი ნახევარდაცვაში
მანეს ყიდისო ბაიერნი და იქნება ითრიოს ლაპორტამ