რამდენიმე კვირის წინ გავრცელებული ცნობებით, ხულიან არაუხოს ახალ კლუბში ადაპტაცია უჭირდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ყველაფერი პირიქითაა.
ჟურნალისტ აშრაფ ბენ აიადის ინფორმაციით, “ბარსელონა” პირველი გუნდის სავარჯიშო სესიებზე მექსიკელი მარჯვენა მცველის პერფორმანსით კმაყოფილია.
კლუბის ახალწვეული თავადაც ბედნიერია, რომ ქალაქთან ადაპტაციის პროცესს სწრაფად გადის და გუნდში არსებული ატმოსფეროც ძალიან მოსწონს.
“ბარსამ” ხულიან არაუხო გასული ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე “ლოს ანჯელეს გელექსიდან” შეიძინა, მაგრამ დოკუმენტების 18 წამით დაგვიანებით გადაგზავნის გამო მას მომავალ სეზონამდე თამაშის უფლება არ აქვს.




სხვათა შორის ძალიან აქებდნენ, ფეხბურთელებიც აღნიშნავდნენ რომ ძალიან ძლიერი იყოო
კიდევ კარგი ვარჯიშებზე დაიწყო შეჩვევა და არა თამაშებზე, თორემ დაგვაწყვიტავდა ნერვებს.
დესტზე უარესი იქნება ასე მგონია
კაი რა, ამან კარგათ ითამაშოს და თავზე თუ გინდა კვადო ასამოა ედოს რა მნიშვნელობა აქვს????
კრუიფი რომ ცოცხალი იყოსპირველ რიგში თმის სტილს შეაცვლევინებდა და ისე ათამაშებდა :))