workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
როდის დაბრუნდებიან ტრავმირებული ფეხბურთელები?

როდის დაბრუნდებიან ტრავმირებული ფეხბურთელები?

“ბარსელონას” ტრავმის გამო ოთხი ფეხბურთელი აკლია, რომელთა დაბრუნება ლა ლიგის რაც შეიძლება სწრაფად მოსაგებად მნიშვნელოვანი იქნება.

ამჟამად ტრავმირებულთა სიაში პედრი, ფრენკი დე იონგი, უსმან დემბელე და ანდრეას კრისტენსენი რჩებიან, რომელთა შორის დაბრუნების მთავარი კანდიდატები ნიდერლანდელი და ესპანელი ნახევარმცველები არიან.

Sport-ის ინფორმაციით, “ბარსელონას” სჯერა, რომ პედრისა და დე იონგს 14 აპრილს “ხეტაფესთან” გასამართ შეხვედრაში მონაწილეობა შეუძლიათ. 

წყაროს ცნობით, ნიდერლანდელი ნახევარმცველი გამოჯანმრთელების ბოლო ეტაპს გადის და შეგვიძლია, დარწმუნებით ვთქვათ, რომ ის ლა ლიგის 29-ე ტურში თამაშს შეძლებს. პედრის დაბრუნების შანსი მაღალია, თუმცა არა – გარანტირებული, ეს ფეხბურთელის შეგრძნებებზე იქნება დამოკიდებული.

რაც შეეხებათ, დემბელესა და კრისტენსენს, მათი დაბრუნება კიდევ უფრო გაიწელება. კლუბს ფეხბურთელთა ჯანმრთელობით გარისკვა არ სურს.

განახლება: AS-ის ჟურნალისტის, ხავი მიგელის ინფორმაციით, ფრენკი დე იონგი სავარაუდოდ “ჟირონას” წინააღმდეგ დაბრუნდება, პედრის, დემბელესა და კრისტენსენის დაბრუნება კი 23 აპრილს “ატლეტიკოსთან” გასამართ მატჩამდე არაა მოსალოდნელი.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (23)

  • nika 54
    schedule 17 ნოე 2024, 19:06

    ფერან ტორესი – 26 ნოემბერი (ბრესტი) ან 30 ნოემბერი (პას პალმასი)
    ანსუ ფატი – 15 დეკემბერი (ლეგანესი)

    აი ეს 2 მოვა და სულ დავანგრევთ სუყველას.

  • Frenkie de Jong_
    schedule 16 ნოე 2024, 15:26

    არაუხოს და კრისტენსენს ველოდები, დანარჩენები ისედაც ბურაფორიაა, ნუ ბერნალის და შტეგოს გარდა.

  • Rick Sanchez
    schedule 15 ნოე 2024, 14:50

    არაუხოს ბედი მაინტერესებს, ამ დაცვის შედეგების გათვალისწინებით გაუჭირდება ძირითადში დაბრუნება.