Relevo-ს ინფორმაციით, ინიაკი პენიამ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო და “ბარსელონასთან” კონტრაქტს გაახანგრძლივებს.
წყაროს ცნობით, “ბარსამ” ახალგაზრდა მეკარის დარწმუნება შეძლო, რადგან დაჰპირდა, რომ შანსებს მიიღებს. თავის მხრივ, სხვა კლუბების შემოთავაზებების მიუხედავად, პენიას პრიორიტეტი ყოველთვის “ბლაუგრანა” იყო.
ინიაკის ამჟამინდელი ხელშეკრულება მომავალ ზაფხულში იწურება, ამით სარგებლობა კი “გალათასარაის”, “ფენერბაჰჩესა” და პრემიერლიგურ გუნდებს სურდათ, მაგრამ არ გამოუვათ.




აბა გაყიდვას რა უნდა, მერე ჩვენ რო ვაჭრობა გვეხერხება. 10 მილიონად გავყიდით და იგივე დონის მეკარეში 40-50-ს მოგვთხოვენ როცა დაგვჭირდება.