“ბარსელონაში” გატარებული რამდენიმე საშინელი წლის შემდეგ, კლუბმა სამუელ უმტიტი იტალიურ “ლეჩეში” იჯარით გაუშვა.
სერია ა-ში ფრანგმა ფორმა აღიდგინა, რაც “ბარსას” ძალიან ახარებს, რადგან ახლა მისი გაყიდვის მეტი შანსი ექნება. თუმცა, როგორც ჩანს, თავად ფეხბურთელს სხვა გეგმები აქვს.
Sport-ის ცნობით, ბევრი შემოთავაზების ქონის მიუხედავად, უმტიტიმ “ბარსელონას” საკუთარი თავი შესთავაზა და იმ შემთხვევაში, თუ კლუბი ფინანსური პრობლემების გამო ტრანსფერების განხორციელებას ვერ შეძლებს, დაბრუნების სურვილი გამოთქვა.
მოსალოდნელია, რომ კატალონიური გრანდი უმტიტის მალე დაუკავშირდება და აცნობებს, რომ ის ჩავი ერნანდესის გეგმებში არ შედის. ამის შემდეგ ფრანგი სხვა ვარიანტებს განიხილავს.
ყველაფრის მიუხედავად, სამუელი კმაყოფილია, რომ კარიერის გადარჩენას ახერხებს და იმედოვნებს, რომ მომავალ სეზონებში კიდევ უფრო ძლიერი გახდება.
ვაახ მგონი იმსახურებს 6 თვით მაინც გამოსაცდელს
ფაქტია რო ისევ შეიძლება და სად აქ თუ არა ისევ ის დონე დადოს
Arvici rogor unda endo mara tu aman travmebi gadalaxa da formashi shesvla daiwyo,inigos da ndikas ertad chaisvams jibeshi.
ეს აქვე რო ეთამაშებინათ ყ₾ენგლე გარსიების მაგივრათ აქაც მოიხოდებოდა მარა რათ გინდა. დიშლა მწვრთნელები გვყავდა
დავაი რა;
გემკურნალა და აღგედგინა ფორმა, როცა საჭირო იყო
არგვინდა გმადლობთ
არაა ცუდი ბიჭი, დიდი მომავალი აქვს
ისე მიდის საქმე ყოველ სატრანსფერო ფანჯარაზე უფროდაუფრო წარმოუდგენელი ხდება სასიცოცხლოდ საჭირო ტრანსფერების განხორციელება, ამიტო ჯობია კარგად განიხილონ ამ კაცის ამბავი. მარჯვენა ფლანგზე კი მოიყვანეს მეორე არაუხო მარა ჯერ ვინ იცის როგორ ითამაშებს?! იქნებ ისევ კუნდეს და არაუხოს წვალება დაგვჭირდეს, ასე თუ იქნა კიდე სკამზე გარსია რომ გვყავს მთლად ინედიანად ვერ იქნები, აგერ ბატონო დაიმტვრა კრისტენსენი და უკვე კითხვის ნიშნის ქვეშაა ბარსას დაცვის სანდოობა კლასიკოზე, ეს თუ ფორმაში არის და შეუძლია ნამდვილად ტამაში დაიტოვონ, გაუშვან გარსია და ეს სკამიდან კონკურენციასაც კი გაუწევს ძირითადის ხალხს თუ მართლა ისე წავიდა საქმე როგორც უნდა.
უმტიტის პრაიმ სეზონი და არაუხოს დუო რა იქნებოდა არადა
ესეც მეორე დემბელე ხდება ნელ-ნელა. ეხლა ამას ეფერე კიდევ. ძლივს დასტაბილურდა დაცვა.
თუ არ დაიმტვრა და დასტაბილურდა ამაზე კაი ვინ უნდა მოვიყვანოთ თან ჩვენია მაინც 😉 მაგრად მევასებოდა ეს კაცი ლიონიდან და მერე ბარსადანაც რა სეზონი ჩაატარა