ლა ლიგა “ბარსელონასთან” ბრძოლას განაგრძობს და იქამდე მიაღწია, რომ გავი პირველ გუნდში დარეგისტრირებული აღარაა.
სიტუაცია რთულია, რადგან “ბარსას” სახელფასო ფონდის €200 მილიონით შემცირება ან შემოსავლის საგრძნობლად გაზრდა მოუწევს. მიუხედავად ამისა, კატალონიური კლუბი გავისა და რონალდ არაუხოს გარანტიას აძლევს, რომ მათი კონტრაქტები ზაფხულში დარეგისტრირებული იქნება.
“ბლაუგრანას” სპორტული მენეჯმენტი, რომელსაც ორივე ფეხბურთელთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს, გავისა და არაუხოს არწმუნებს, რომ ზაფხულში მათი საკითხის მოგვარება პრიორიტეტი იქნება, ტრანსფერებზე კი კლუბი მხოლოდ ამის შემდეგ იფიქრებს. მათ გარდა “ბარსამ” მარკოს ალონსოს, სერჟი რობერტოს და პოტენციურად, სერხიო ბუსკეტსისა და ალეხანდრო ბალდეს ახალი ხელშეკრულებებიც უნდა დაარეგისტრიროს, თუმცა, რა თქმა უნდა, პირველ რიგში კლუბი გავისა და არაუხოზე იზრუნებს.
თუ საჭირო იქნება, “ბარსელონა” მზადაა, გავისა და არაუხოს გამო რომელიმე სასურველი ტრანსფერიც არ განახორციელოს. “ბარსას” ბალანსის დასაცავად ვინმეს გაყიდვაც მოუწევს, მაგრამ ეჭვგარეშეა, რომ ყველა ფეხბურთელი, ვინც კონტრაქტი გაახანგრძლივა, ახალ სახელფასო სტრუქტურას მოერგება და შესაბამისად, კლუბს საშუალება ექნება, ზაფხულში შემადგენლობა გააძლიეროს.
წყაროს ცნობით, გავი და არაუხო შექმნილი სიტუაციით იმედგაცრუებულნი იყვნენ, მაგრამ მათ “ბარსელონას” მდგომარეობა ესმით და წასვლას არც განიხილავენ, მიუხედავად იმისა, რომ თუ კლუბი კონტრაქტების დარეგისტრირებას ვერ შეძლებს, მომავალ ზაფხულში მოთამაშეებს გუნდის თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვების უფლება ექნებათ. გავიმ და არაუხომ მიმზიდველი შეთავაზებები დაბლოკეს იმისთვის, რომ “კამპ ნოუზე” დარჩენილიყვნენ და ჩავი ერნანდესის პროექტში დიდი როლი ეთამაშათ.




ჰო მესისაც ეგრე ეუბნებოდნენ მაგრამ
სტადიონი😐
ისე ჩანს მოუწევს ლაპორტას კიდევ რაღაც-რაღაცეების გაყიდვა. დარჩა მაინც რამე გასაყიდი?
ლაპო დაითრევს კი არა მთლიან კლუბს გადაუფორმებს პესეჟე და დარჩება ისევ
რეალის ფენები მბაპეს ადიდებენ)))იმედი აქვთ რო რეალში გადავა)))მე კი ვიცი ლაპო დაითრევს და მერე ნახეთ მაგათო დეპრესია