“ბარსელონას” ყოფილმა ფეხბურთელმა, ბოიან კრკიჩმა 32 წლის ასაკში კარიერა დაასრულა. მან დღეს ამის შესახებ “კამპ ნოუზე” გამართულ გამოსამშვიდობებელ ცერემონიაზე განაცხადა.
გადავწყვიტე, საფეხბურთო კარიერა დავასრულო, რომლის მიმართაც უსაზღვრო მადლიერებას ვგრძნობ.
“ბარსელონაში”, ჩემი ცხოვრების კლუბში, 9 წლის ასაკში მოვედი. ახლა სიამაყით ვკიდებ ბუცებს ლურსმანზე.
გამოსამშვიდობებელ ცერემონიას ჟოან ლაპორტაც ესწრებოდა.
– განაცხადა ლაპორტამ.
ბოიანი “ბარსელონას” აღზრდილია. ის “ლა მასიაში” 1999 წელს მივიდა, 2007 წლიდან 2011 წლამდე კი პირველ გუნდში ასპარეზობდა, რომლის რიგებშიც 163 მატჩში 41 გოლი და 19 ასისტი მიითვალა. ბოიანმა “ბარსასთან” ერთად 11 ტიტული მოიგო, მათ შორის 2 ჩემპიონთა ლიგა.
კრკიჩს დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა მან მოლოდინები ვერ გაამართლა. ესპანელმა “ბლაუგრანა” ახალგაზრდულ ასაკში დატოვა, რის შემდეგაც “რომაში”, “მილანში”, “აიაქსში”, “სტოკ სიტიში”, “მაინცში”, “ალავესში”, “მონრეალ იმპაქტსა” და “ვისელ კობეში” ითამაშა.

ფატის იგივე არ დაემართოს ნეტავ…
არადა რა კარგი იყო,მერე სტაბილურობა დაკარგა..პრინციპში რამოდენიმე წელი ქომდა კარგი ძაან ბევრის გაკეთება შეეძლო. ჩემთვის მოულოდნელი იყო აკის ესე გაქრობა.ნეტა ფატის არ დაემარტოს იგივე და მოუმატოს ესეთი ნიჭიერი ფეხბურთელები არ უნდა იკარგებოდნენ.
ეჰ დაადგა ფატი ამის გზას სამწუხაროდ. რიკელმეს და სავიოლას მერე კრკიჩის ჩაფლავება მიტყდება ყველაზე მეტად
რას გარბოდა ბარსადან, ეგება ძირითადის წევრიც გამხდარიყო, ცოტა მოეთმინა ამაზე უკეთეს გუნდში რომელში იყო?