workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რონალდ არაუხო: ხვალინდელი ელ კლასიკოს მოგება ჩემპიონობას არ ნიშნავს

რონალდ არაუხო: ხვალინდელი ელ კლასიკოს მოგება ჩემპიონობას არ ნიშნავს

“ბარსელონას” ურუგვაელი მცველი რონალდ არაუხო “რეალ მადრიდთან” მატჩის წინ Mundo Deportivo-სთან საინტერესო საკითხებზე საუბრობს.

მოხარული ვარ, რომ “კამპ ნოუზე” პირველ “ელ კლასიკოს” ვითამაშებ. ხვალინდელი თამაში განსაკუთრებული იქნება და ვიმედოვნებთ, ის ჩვენი გამარჯვებით დასრულდება.

“ელ კლასიკოს” მოგება ლა ლიგის ჩემპიონობას არ ნიშნავს. ეს ფეხბურთია და ყველაფერი შეიძლება მოხდეს, თუმცა გამარჯვება ჩვენი მიზნისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება. მოგების შემთხვევაში, “რეალ მადრიდს”, ჩვენ უშუალო მეტოქეს, 12 ქულით გავუსწრებთ, რაც მიზანთან მიგვაახლოებს, თუმცა ამას თავმდაბლობით უნდა შევხვდეთ, რადგან ტურნირი გრძელია და ჯერ კიდევ ბევრი მატჩია ჩასატარებელი.
“ელ კლასიკოსთვის” განსაკუთრებულად არ ვემზადები, მას ისევე ვუდგები, როგორც სხვა მატჩებს, თუმცა დაპირისპირების მნიშვნელობას ვაცნობიერებ. 
ვიმედოვნებ, ხვალ მარჯვენა მცველის პოზიციაზე ვითამაშებ, თუმცა ჯერ არ ვიცით, მწვრთნელი რას გადაწყვეტს. შევეცდები, გუნდისთვის მაქსიმუმი გავაკეთო.
კარიმ ბენზემა ყველაზე რთული მოწინააღმდეგეა, რომელსაც შევხვედრივარ. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (4)

  • Rick Sanchez
    schedule 18 მარ 2023, 20:26

    რა თავმდაბალია🤩🤩 ძაან მაგარი ხარ რონალდ

  • cezo45
    schedule 18 მარ 2023, 20:25

    მომწონს ამ ბიჭის დამოკიდებულება და ბრძოლის უნარიანობა ყოველი მატჩის წინ barca-1

  • nika 54
    schedule 18 მარ 2023, 14:40

    რონალდ არაუხო: ხვალინდელი ელ კლასიკოს მოგება ჩემპიონობას არ ნიშნავს.
    როგორ ეტყობა რო ჯერ ჩემპიონი არ გამხდარა ბარსას რიგებში. ხვალ თუ მოიგებთ მე გაძლევ 100% გარანტიას რო ჩემპიონი ხარ. 12 ქულა კი არა 8 ქულა არ ამოუქაჩავს არცერთ გუნდს ლა ლიგის ისტორიაში.

  • C.PC5
    schedule 18 მარ 2023, 14:26

    დანიელ პარდოს გავს არაუხო ძალიან ამ ფოტოზე რაღაცატომ😆 ( ვინც არ იცით მსახიობია, ფორსაჟი 9ში დომის ძმის როლზე იყო ). თსლ კაცი ხარ რონალდ, არც მოედანზე და არც მის მიღმა გეშლება მოქცევა, ერთი ქედმაღლური კომენტარი არ მახსენდება ამისგან, ყოველთვის თავმდაბალია, ზედმეტს არც ლაპარაკობს, არადა მოედანზე რომ უყურებ ასეთ ცხოველს თან როცა იცი რო სამხრეთამერიკელია ვერ წარმოიდგენ ეგრე პროფესიონალურად თუ შეუძლია მოედნის მიღმაც მოქცევა🤌❤️ არაუხო-შტეგენი კაპიტნებად და ჩათვალეთ როცა საჭირო იქნება ნებისმიერს მოაჭამენ თავს💪