სამუელ უმტიტი ბარსელონაში დაბრუნდება, მაგრამ გუნდში არ დარჩება

სამუელ უმტიტი ბარსელონაში დაბრუნდება, მაგრამ გუნდში არ დარჩება

სამუელ უმტიტიმ “ლეჩეში” ფორმა დაიბრუნა. რამდენიმეწლიანი რთული პერიოდის შემდეგ, ფრანგი კვლავ ათამაშდა და თავდაჯერებულობა მოემატა.

უმტიტის დონემ მთელი სერია ა გააკვირვა. ის შესანიშნავად გამოიყურება და ახალგაზრდებსაც ეხმარება. ფრანგი ფიზიკურად ბრწყინვალე ფორმაშია და “ლეჩეს” ბოლო 18 მატჩიდან 14-ში ითამაშა, 11-ში კი მოედანზე 90 წუთი გაატარა.

“ბარსელონა”, რომელსაც უმტიტი ჯერ კიდევ ეკუთვნის, მის სიტუაციას ყურადღებით აკვირდება. Relevo-ს ინფორმაციით, ფრანგი იჯარის ამოწურვის შემდეგ “ბარსაში” დაბრუნდება, მაგრამ აქ არ დარჩება. სამუელი კატალონიური კლუბის გეგმებში არ შედის და ზაფხულში ინიგო მარტინესის შეძენასაც აპირებს.

წყაროს ცნობით, “ბარსელონა” ბილბაოს “ატლეტიკის” მცველის ტრანსფერთან ძალიან ახლოსაა. მხარეები ხელფასსა და კონტრაქტის ხანგრძლივობაზე უკვე შეთანხმდნენ. ჩავის ასევე არაუხო, კუნდე და კრისტენსენი ჰყავს, რის გამოც გუნდში უმტიტის საჭიროება აღარაა.

სამუელით არაერთი კლუბი ინტერესდება, განსაკუთრებით იტალიაში, თუმცა ჯერ ადრეა იმაზე საუბარი, ფრანგი მომავალ სეზონში სად ითამაშებს.

უმტიტის “ბარსელონასთან” ხელშეკრულება 2026 წლამდე აკავშირებს, მისი ხელფასი კი €5 მილიონია.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (2)

  • nika 54
    16 მარ 2023, 17:31

    გაყიდონ, ტუ ამდენი გუნდი აკვირდება რაზეა ლაპარაკი. ძლივს იმას მოვესწარით ფეხბურთელი უნდათ ჩვენი.

  • Rick Sanchez
    15 მარ 2023, 21:45

    გაუშვით კარგ ფასად, ათამაშდა კაცი და გამოიყენეთ შანსი