მიმდინარე სეზონში “ბარსელონას” დაცვა საუცხოოდ გამოიყურება. გუნდს ლა ლიგაში 25 ტურის შემდეგ 19 მშრალი მატჩი აქვს და მხოლოდ 8 გოლი გაუშვა, რაც აბსოლუტური რეკორდია.
აღსანიშნავია, რომ “ბარსა” თითოეული გატანილი გოლისგან მაქსიმუმს იღებს. პრიმერა დივიზიონში იმ 21 შეხვედრიდან, რომელშიც “ბარსელონამ” ანგარიში გახსნა, გუნდმა მხოლოდ ერთის მოგება ვერ მოახერხა – “ესპანიოლთან” “ბლაუგრანა” მარკოს ალონსომ დააწინაურა, მაგრამ მეტოქემ წონასწორობის აღდგენა მოახერხა. დანარჩენ შემთხვევებში ყველა მატჩი მოვიგეთ.
პირველი გოლის გატანის შემდეგ ბილბაოს “ატლეტიკმა” და “ვილიარეალმაც” მხოლოდ 2 ქულა დაკარგეს, მაგრამ არცერთ მათგანს ანგარიში იმდენ მატჩში არ გაუხსნია, რამდენშიც “ბარსამ”. ევროპის ტოპ 5 ლიგის მასშტაბით, “ბარსელონას” მსგავსი შედეგი მხოლოდ “ნაპოლისა” და “პარი სენ-ჟერმენს” აქვთ.
ბოლო წლებში “ბარსა” ქამბექებითაა ცნობილი, მაგრამ ამ სეზონში ეს იშვიათად ხდება, რადგან გუნდი პირველ გოლს ძალიან იშვიათად უშვებს. გუნდმა ერთადერთი ქამბექი მსოფლიო ჩემპიონატამდე შემოგვთავაზა, როცა პედრისა და რაფინიას გოლებით “ოსასუნასთან” ჩამორჩენის აღმოფხვრა და მოგება მოახერხა.
პამპლონელთა გარდა, მიმდინარე სეზონში “ბარსელონას” წინააღმდეგ პირველი გოლის გატანა მხოლოდ “რეალ მადრიდმა” და “ალმერიამ” შეძლეს.

Wels prosta titulebi gvchirdeba da magito vylapav amdens tore xavis gamzrdels avutrialebdi. Imasac vitvaliswineb ro win xalxi ar gvyavs magis dedac vatire,imenna sheteva 0, arc 10 iania gundshi da ravici,vin ginda sheqmnas tamashi. Ager citys vuyureb da chamshleli ari naxevari gundi,imena rodri glejs,ki aq momentebshi goimuri shecdomebi,mara ise shlis tamashs,ise miyavs tempi ro karoche…kai chamshleli da ori kai winger ro gvyavdes gadavixevdit yvelas.
არმეგონა ამას ოდესმე თუ მოვისმენდი ბარსაზე 😂
მინიმუმ 7-8 წელი მოგვიწევს ვისმინოთ ისეთი ასაკისები არიან დაცვის ხაზში ახლა 2015/16 წლების მნს თუ მოვიყვანთ ჩვენი დაცვა რო გადაფაროს თორე ისე ვინ დაჩრდილავს ამათ🙃🙃
არმეგონა ამას ოდესმე თუ მოვისმენდი ბარსაზე 😂
ნეტა შეტევაც ეგეთი მაგარი გვყავდეს, როგორიც დაცვაა
ხოდა კოცნეთ დაცვას და "ანდრეს ტერ სპაიდერმენს" ერთ ადგილას, რო არ გააფუჭონ აწყობილი საქმე.