workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჟორდი ალბა ბარსელონადან წასვლას არ აპირებს

ჟორდი ალბა ბარსელონადან წასვლას არ აპირებს

ჟორდი ალბას “ბარსელონას” დატოვება არ სურს, მიუხედავად იმისა, რომ სათამაშო დრო საგრძნობლად შეუმცირდა.

ვეტერანი ფეხბურთელის მიზანი კატალონიურ კლუბში კონტრაქტის ამოწურვამდე, 2024 წლის 30 ივნისამდე დარჩენაა.

ალბას უნდა, ჩავი ერნანდესი დაარწმუნოს, რომ გუნდისთვის სარგებლის მოტანა კვლავ შეუძლია. ჟორდი აღიარებს, რომ ალეხანდრო ბალდე შესანიშნავ ფორმაშია, მაგრამ მზადაა, თავის შანსებს დაელოდოს და სავარჯიშო სესიებზე ისე იხარჯება, როგორც არასდროს.

Sport-ის ინფორმაციით, ალბა მომავალ ზაფხულში “ბარსელონადან” წასვლას გამორიცხავს, მიუხედავად იმისა, რომ აცნობიერებს, რომ კლუბი მასზე ზეწოლას მოახდენს, რათა ის იჯარით ან სრულფასოვანი ტრანსფერით წასვლაში დაარწმუნოს.

კატალონიურ გრანდს მომავალ სეზონში ალბასთვის €38 მილიონის (აქედან €20 მილიონი გადავადებული ხელფასისაა) გადახდა მოუწევს, რაც ფინანსურად რთულ მდგომარეობაში მყოფი კლუბისთვის დიდი დარტყმაა.

თავის მხრივ, ალბას უნდა, ზაფხულს ყოველგვარ ტრანსფერზე ფიქრის გარეშე შეხვდეს, რადგან ივლისში ჟორდი და თავისი ცოლი ბავშვს ელოდებიან.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (5)

  • ♠️Spookyfy♠️
    schedule 15 მარ 2023, 02:01
    #5

    Gaa*vii bicho gundidan. Tipma tavi shemazizga imena. Amanac da buskecmac unda daaxvion tu ramze gvaq pretenzia,plus robertoebma da farchakebma wina xazidan.

  • Rick Sanchez
    schedule 14 მარ 2023, 18:39
    #4

    ციტატა: nika 54
    Sport-ის ინფორმაციით, ალბა მომავალ ზაფხულში "ბარსელონადან" წასვლას გამორიცხავს, მიუხედავად იმისა, რომ აცნობიერებს, რომ კლუბი მასზე ზეწოლას მოახდენს, რათა ის იჯარით ან სრულფასოვანი ტრანსფერით წასვლაში დაარწმუნოს
    მომავალ ზაფხულს ხომ ისედაც უმთავრდება კონტრაქტი და თუ არ გაუგრძელებენ როგორ არ წავა. თუ მწერალს გონია მომავალი ზაფხული 2023 წელსაა? 2023 წლის ზაფხული "ამ ზაფხულს" ეწოდება.


    2023 წლის ზაფხული ჯერ არ დამდგარა, ამიტომ ის მომავალი ზაფხულია. მწერალს რომ დაეწერა მომავალი წლის ზაფხულიო მაშინ ეს 2024 წლის ზაფხული იქნებოდა

  • Nikabedinadze
    schedule 14 მარ 2023, 17:29
    #3

    ზამენისთვის მშვენიერია

  • nika 54
    schedule 14 მარ 2023, 17:05
    #2

    Sport-ის ინფორმაციით, ალბა მომავალ ზაფხულში "ბარსელონადან" წასვლას გამორიცხავს, მიუხედავად იმისა, რომ აცნობიერებს, რომ კლუბი მასზე ზეწოლას მოახდენს, რათა ის იჯარით ან სრულფასოვანი ტრანსფერით წასვლაში დაარწმუნოს
    მომავალ ზაფხულს ხომ ისედაც უმთავრდება კონტრაქტი და თუ არ გაუგრძელებენ როგორ არ წავა. თუ მწერალს გონია მომავალი ზაფხული 2023 წელსაა? 2023 წლის ზაფხული "ამ ზაფხულს" ეწოდება.

  • Genius8
    schedule 14 მარ 2023, 16:46
    #1

    🗣️ ლა ლიგის პრეზიდენტი, ტებასი:

    “ლა ლიგაში ერთადერთი კლუბი, რომელსაც მბაპეს ყიდვა შეუძლია, არის მადრიდის რეალი. ვისურვებდი, რომ მბაპემ ლა ლიგაში ითამაშოს."
    🤡