workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ხოსე ანხელ ირიბარმა ტერ შტეგენს თავისი მაისური გადასცა

ხოსე ანხელ ირიბარმა ტერ შტეგენს თავისი მაისური გადასცა

ბილბაოს “ატლეტიკმა”, კლუბის ლეგენდის, ხოსე ანხელ ირიბარის პატივსაცემად, წინა ტურში ლა ლიგისა და სეგუნდა დივიზიონის გუნდებს სთხოვა, რომ მათ მეკარეებს შავი ფორმები ჩაეცვათ.

“ბილბაომ” ამის გაკეთება იმიტომ გადაწყვიტა, რომ ირიბარი, რომელიც 1 მარტს 80 წლის გახდა, მთელი კარიერის განმავლობაში შავ მაისურს ატარებდა.

მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა, რა თქმა უნდა, აღნიშნული თხოვნა მიიღო და “ვალენსიასთან” მატჩში მოედანზე შავი ფორმით გავიდა.

დღეს “ბარსელონა” სწორედ “ბილბაოს” ხვდება და აღსანიშნავია, რომ ხოსე ანხელ ირიბარმა გერმანელს საკუთარი რეტრო მაისური თავად გადასცა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (1)

  • nika 54
    schedule 13 მარ 2023, 16:14

    "ბილბაომ" ამის გაკეთება იმიტომ გადაწყვიტა, რომ ირიბარი, რომელიც 1 მარტს 80 წლის გახდა, მთელი კარიერის განმავლობაში შავ მაისურს ატარებდა.
    არ მინდა ამ კაცს ვაწყენინო, მაგრამ ეგ რო თამაშობდა მაშინ ყველას შავი მაისურები ეცვათ, ისევე როგორც მსაჯებს.