ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ, “ბარსელონას” ფეხბურთელებს მთავარმა მწვრთნელმა ერთი დღით დასვენების საშუალება მისცა. დღეიდან გუნდი ვარჯიშს განაახლებს, ესპანეთის დროით 11 საათზე. შეკრება “გამპერის” სახელობის სავარჯიშო ბაზაზე გაიმართება. სამშაბათს გუნდი “კამპ ნოუზე” შეიკრიბება და გეზს აიღებს მინსკისკენ, სადაც მათ ოთხშაბათს “ბატესთან” მოუწევთ დაპირისპირება, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის ფარგლებში.
მინსკში “ბარსელონა” ერთ ვარჯიშს ჩაატარებს, ევროპის დროით 19:30 საათზე, რასაც გუნდის მთავარი მწვრთნელისა და ერთ-ერთი ფეხბურთელის პრეს-კონფერენცია მოჰყვება. მოგვიანებით კი, ჩემპიონთა ლიგის სტანდარტული გრაფიკით, “ბლაუგრანა” ადგილობრივ “ბატე ბორისოვს” დაუპირისპირდება.
კატალონიელები სამშობლოში ხუთშაბათს დაბრუნდებიან და მზადებას დაიწყებენ ლა ლიგის მატჩისთვის, სადაც მათი მეტოქე “სპორტინგი” იქნება. პარასკევსა და შაბათს ვარჯიშები “სიუტატ ესპორტივას” ბაზაზე გაიმართება. თამაშამდე ერთი დღით ადრე, პეპ გვარდიოლა პრესის წინაშე წარსდგება.



