“ბარსელონა” დორტმუნდის “ბორუსიას” 17 წლის ტალანტით პარის ბრუნერით ინტერესდება, რომელსაც გერმანელთა ასაკობრივ გუნდებში ბრწყინვალე სეზონი აქვს.
“ბარსა” “დორტმუნდის” კიდევ ერთი შემტევით, იუსუფა მუკოკოთი ინტერესდებოდა და იმედოვნებდა, რომ მას ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატებდა, მაგრამ ფეხბურთელმა კონტრაქტი 2026 წლამდე გაახანგრძლივა და ეს გეგმა ჩაიშალა.
მიუხედავად ამისა, კატალონიურ კლუბმა ისეთი ფეხბურთელი იპოვა, რომელსაც სწორედ მუკოკოს ადარებენ. ბრუნერმა “დორტმუნდის” 17-წლამდელთა გუნდის რიგებში 6 მატჩში 16 გოლი გაიტანა.
ისიც უნდა აღინიშნოს, რომ “ბარსელონას” პარისის შეძენა გაუჭირდება, რადგან ნაკლებად სავარაუდოა, “ბორუსიას” მისი გაყიდვა სურდეს.
[ჟოზეპ კაპდევილა]

აბა თუ შანსი არა გვაქვს ყიდვის რაღაზე ვლაპარაკობთ.
სტატისტიკა მშვენიერი აქვს, 9-იანია, მაგრამ ბაიერნი ამის გაზრდას არ დაელოდება;
შეიძლება თრევა
დაანებეთ ამ ბიჭს თავი ბუნდესლიგაში სანამაა ვერაფერს ვერ ვიზამთ ბაიერნი დაითრევს
მადლობა თქვენ და ყველას, ვინც აფასებს ამ საქმეს.
ოსიმენი მოიყვანეთ
Gio madloba,aqtiurobistvis da siaxleebistvis,kai kaci xar…