ხავი მიგელის ინფორმაციით, ინგლისიდან ბარსელონაში დაბრუნებისას ჩავი ერნანდესმა და ჟოან ლაპორტამ ისაუბრეს.
ჩავიმ პრეზიდენტს უთხრა, რომ გუნდმა იბრძოლა და მიზანთანაც ახლოს იყო, მაგრამ ამჟამინდელმა შემადგენლობამ სათანადო დონეზე თამაში ვერ შეძლო.
Sport-ის ინფორმაციით, “მანჩესტერ იუნაიტედთან” მარცხით ყველა იმედგაცრუებულია, მაგრამ კატალონიურ გრანდში მშვიდად არიან. არავინ ფიქრობს, რომ გრძელვადიანი პროექტი კრიზისშია.
ფეხბურთელები ამბობენ, რომ “მანჩესტერთან” მატჩებში არ გაუმართლათ და ჩემპიონთა ლიგაზეც “სიკვდილის ჯგუფში” მოხვდნენ. გარდა ამისა, ევროპა ლიგის პირველივე ეტაპზე “იუნაიტედთან” შეხვედრაც რთული იყო.
“ბარსელონაში” სჯერათ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე სასტარტო მცველების ყოლის შემთხვევაში მერვედფინალში გავიდოდნენ. გარდა ამისა, კლუბში ფიქრობენ, დემბელესთან, პედრისთან და გავისთან ერთად “მანჩესტერ იუნაიტედთან” ბევრი რამ სხვანაირად იქნებოდა, მაგრამ გუნდს სამივე მათგანი აკლდა.
“ბარსელონა” ჩავის სრულად ენდობა, და მიმდინარე მთავარი მიზანი ლა ლიგის მოგებაა, რაც თავიდანვე პრიორიტეტი იყო.
დღევანდელი ვარჯიშისას ერნანდესმა თავის ფეხბურთელებს უთხრა, რომ “იუნაიტედთან” მარცხმა მათზე გავლენა არ მოახდინოს. მწვრთნელს სურს, ლა ლიგაში მოგებათა სერია გაგრძელდეს.

რა ადვილად იმშვიდებენ თავს.დავიწყოთ იქიდან რომ როცა გრანდობაზე გაქ პრეტენზია არანაირი სიკვდილის ჯგუფით არ უნდა ახსნა ჯგუფში ჩარჩენა.
პლზენი✅✅
ინტერი🤝❌
ბაიერნი❌❌
მანჩესტერი 🤝❌
აქ ჩანს რა იმუშავა ხავიმ და მისმა სტაფმა.ტრანსფერები 99% შეუსრულდა.ის რომ აკლდა პედრი გავი და დემბელე გასასამართლებელი არ არის.მიტო არის განაცხადი 25 კაცით რომ მსგავსი სიტუაცია გაითვალისწინო,თორე მასე ტრამვა რომ არ იყოს მარტო 11 კაცი იქნებოდა კლუბში
ისიც არაა გასათვალისწინენელი გუნდი შენდებაო(მითხარით რომელი წარმატებული კლუბის ტრეინერი ან პრეზიდენტი არ გაიძახის მაგას).
დი მარია არ იყო ხელიდან გასაშვები, დიდი შეცდომა დაუშვეს. ვუყურებ რას აკეთებს მოედანზე და ნერვები მეშლება რაფინია თუ ტორესი რო მახსენდება.
ვა ორი შტერი შეიკრიბნენ ბარსას დაქცევის ახალ გეგმას აყალიბებენ უეჭველი
ბარსას ორი პრობლემა.
1. ლაპორტა, სუპერ აფერისტი.
2. ჩავი, ბრიყვი ლენჩი.
ზაფხულში მესი ერთი კაი მარჯვენა მცველი და ერთიც ნახევარ მცველი დაიდოს ლაპორტ
ალონსო გარსია კესი რობერტო რაფინია ფატი გასაყიდია სუყველა პლიუს იჯარით გაშვებული ფეხბურთელებიც
გუნდს მინინუმ 1 კაცი ყველა პოზიციაზე ჭირდება. ხარახურები კიდე უნდა წავიდნენ. ტორესს დავაკვირდეთ სეზონის ბოლომდე, რაფინიას არაფერი ეშველება, ფატიც მენტალურ კრიზისშია. 5 დან 3 შემტევი ვერაფრით გვეხმარება. და დარჩენილი ორიდან ერთი დაგვემტვრა. შტეგენი, დაცვის 4 ული, ფრენკი პედრი გავი და 1 წლით ბუსი, დემბელე და ლევა. აი ამათ გარდა ყველა გაუშვან თუ გინდა. ალბამაც შეიხლება სკამზე 1 წელი გაქაჩოს. არაუხოს დააკვირდნენ თუ არადა მარჯვენა მცველიც გვინდა. აგერ არნაუ დააბრუნონ კაი ბიჭი ჩანს. კესი უნდა წავიდეს. ბებერი გიუნდოგანი მირჩევნია მაგას. პლიუს ამრაბატიც მოჟნა. კარასკო თუ მოიყვანეს იაფად იყოს, როკეც უნდა იყიდონ და ერთი კარგი ვინგერიც არ გვაწყენდა. 1 სეზონით მოიყვანონ ეს დი მარია ხო ხედავენ რო კლასია ცარიელი, კიდე გაქაჩავს ერთ წელს ევროპიდან წასვლამდე. 5-6 ახსლი კაცი გვჭირდება მარა ტებასმა არაო. ნდიკა დაითრიონ და გარსია წავიდეს. უმტიტი ლენგლე დესტი და სხვა გაიჯარებულები იქნებ დავყიდოთ
ლაპორტას უთხარი ფატი და რაფინია გაყიდოს და ნორმალური შემტევები მოიყვანოს,თორემ მომავალ წელსაც არაფერი შეიცვლება.ნახ.დაცვაში მოსაყვანია ფეხბურთელი აგერ პედრი დაიმტვრა და წინ პასს ვერ აკეთებდნენ.უთხარი კიდე გაყაროს არასაჭირო ხალხი.