მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“მამიკოს” ბიჭი”– კარლეს პუიოლი– ნაკრების ვარჯიშზე თანაგუნდელს ახრჩობდა.

“მამიკოს” ბიჭი”– კარლეს პუიოლი– ნაკრების ვარჯიშზე თანაგუნდელს ახრჩობდა.

როცა 1978 წლის 13 აპრილს კატალონიის ერთ–ერთ ოჯახში დაბადებულ ბავშვს კარლესი დაარქვეს, ოჯახის უფროსმა მაშინვე თქვა, ჩემი პირმშო დიპლომატი უნდა გამოვიდეს და ჩემს ღირსეულ მემკვიდრედ გაიზარდოსო. 6 წლის კარლესი კატალონიის ყველაზე პრესტიჟულ სკოლაში შეიყვანეს. ზუსტად 1 კვირის შემდეგ კი ბიჭუნამ კატეგორიულად განაცხადა, ან პარალელურად ფეხბურთზე მატარეთ, ან საერთოდ არაფერს ვისწავლიო. მშობლებმაც ეს ამბავი დროებით გატაცებად ჩათვალეს და, რაღ თქმა უნდა, შვილიკო კატალონიაში ყველაზე პრესტიჟულ “ბარსელონას” საფეხბურთო სკოლაში მიაბარეს.

 

“ეს ბიჭი კატალონიის გუბერნატორის შვილია და არავინ არაფერი აწყენინოს, თორემ შესძლოა, სკოლა დახურონ და მე საერთოდ დამიჭირონ”– ასეთი დარიგება მისცა ბავშვთა გუნდის მწვრთნელმა თავის შეგირდებს და მათაც კარლესთან დისტანცია დაიჭირეს.

 

” ვერ გამიგია, რა ხდება, რა ხდება, ყველა ცდილობს პასი მომაწოდოს, არაფერი მაწყენინოს, გამიღიმოს… შენ ხომ არ გაგიცია განკარგულება, რომ ასე მომექცნენ? “– ჰკითხა კარლესმა ერთ საღამოს მამიკოს, მაგრამ უარყოფითი პასუხი მიიღო. უფროსმა პუიოლმა ისედაც იცოდა, რომ არანაირი გაფრთხილება არ იყო საჭირო– გუბერნატორის შვილს ბუზს უთქმელადაც ვერავინ აუფრენდა.

პატარა კარლესი თავდაუზოგავად ვარჯიშობდა, სახლში კი გამუდმებით ისმენდა უფასო პილიტიკურ ლექციებს, რადგან კატალონიის გუბერნატორის ოჯახში ხშირად იკრიბებოდნენ წამყვანი პოლიტიკოსები და მსჯელობდნენ, თუ როგორ დაეღწიათ თავი ესპანეთისგან.ამიტომაც პუიოლს ესპანური ყველაფერი სძულდა და ნამდვილ კატალონიელად იზრდებოდა.

 

” მართალია ეს ბავშვი უნიჭოა , მაგრამ თუ ასე თავდაუზოგავად იშრომა დიდ ფეხბურთს აუცილებლად ითამაშებს.”– თქვა ერთხელ “ბარსელონას” მწვრთნელთა კრებაზე გუნდის თავკაცმა, თუმცა მაშინ ეს სიტყვები ყველამ გუბერნატორის შვილისადმი ზედმეტ პირფერობად ჩათვალა.

კარლესი საუცხოო განათლებას იღებდა. გარდა იმისა, რომ საუკეთესო სკოლაში დადიოდა, მასწავლებლები სახლშიც აკითხავდნენ.

 

” სწავლაზე მეტად ფეხბურთის თამაში მინდოდა, მაგრამ კარგად ვიცოდი, რომ თუ მათემატიკის ან ისტორიის მასწავლებელი მამას არ ეტყოდა, კარლესი ბეჯითად მეცადინეობსო, საფეხბურთო სკოლის კარს ვეღარასდროს შევაღებდი. ამიტომ მაქსიმუმს ვაკეთებდი რათ მასწავლებლების კეთილგანწყობა მომეპოვებინა და ამ გზით ფეხბურთზე წასასვლელი “საგზური” მიმეღო”.– იხსენებს პუიოლი.

                                                                    

 

ყველაფერთან ერთდ კატალონიის გუბერნატორს “ბარსელონას” საშინაო შეხვედრებზე მუდმივად საპატიო სტუმრის რანგში ეპატიჟებოდნენ და ისიც ყოველთვის მიდიოდა, მაგრამ “ნოუ კამპზე” წასვლის პრობლემა მას შემდეგ შეიქმნა, რაც კარლესი საქმეში ჩაერთო. როგორც წესი, მასპინძელი გუნდის პატარა ფეხბურთელები მატჩის დროს მინდვრის კიდეებთან იდგნენ და აუტიდან ბურთს აწვდიდნენ ფეხბურთელებს. კარლესსაც ეს უნდა ეკეთებინა, რაზეც თავად სიხარულით დათანხმდა, რადგან საშუალება ჰქონდა, საყვარელი კერპები ახლოდან ენახა, მაგრამ მამიკო კატეგორიულად წინააღმდეგი იყო. “როგორ, ჩემი შვილი ვიღაცის მოსამსახურე უნდა იყოს და 90 წუთის განმავლობაში ბურთებით ამარაგებდეს ?! საერთოდ გამოვიყვან კარლესს ფეხბურთიდან ! ის ხომ უბრალოდ ერთობა და პროფესიონალი არასდროს გახდება !”– აღშფოთება არ დაუმალავს გუბერნატორს, მაგრამ როცა გაიგო, რომ იმავეს მისი თანამშრომლების შვილებიც აკეთებდნენ, დათანხმდა.

 

როგორც იქნა პუიოლმა სკოლა დაამთავრა, კოლეჯში ჩაირიცხა. “ბარსელონას” დიდ გუნდში ის არავის მოუწვევია. არადა 18 წლის ასაკში ის განაცხადში მაინც უნდა შეეყვანათ.

 

“მხოლოდ საკუთარ თავზე ვბრაზდებოდი და ვხვდებოდი, რომ რაღაცას სწორად არ ვაკეთებდი. ვარჯიშებზე გაორმაგებული ენერგიით დავრბოდი, სხვებძე დიდხანს ვრჩებოდი და მაქსიმალურად ვცდილობდი მწვრთნელის ყურადღება მიმეპყრო, მაგრამ რად გინდა, წლები გადიოდა, კარლეს პუიოლი კი არავის ახსოვდა”.– იხსენებს ფეხბურთელი.

 

1999–2000 წლების სეზონს “ბარსელონა” ჩემპიონის რანგში შეხვდა, მაგრამ სეზონის დაწყებისთანავაე გუნდში ტრავმების “ეპიდემია” დაიწყო და მწვრთნელიც იძულებული გახდა კარლეს პუიოლისთვის ეხმო. მისი დებიუტი 2 ოქტომბერს შედგა. მაგრამ იმის მიუხედავად, რომ ის ნორმალურად თამაშობდა, “მამიკოს ბიჭის” იარლიყი მაინც ვერ მოიშორა. ამ ყველაფერს გუნდში წარუმატებლობაც დაერთო– “ბარსა” ჩემპიონობას ვერც იმ წელს შეწვდა და სეზონიც ჩავარდა. აქვე გეტყვით, რომ გუნდში კაპიტანს ძალიან მარტივად ირჩევდნენ– სამკლავურს ის იკეთებდა, ვისაც ყველაზე მეტი მატჩი ჰქონა “ბარსას” რიგებში ჩატარებული და 2003–2004 წლების სეზონის წინ აღმოჩნდა, რომ ასეთი კარლეს პუიოლი იყო. “მამიკოს ბიჭი” კატალონიელთა კაპიტანი გახდა და პირველსავე მატჩში თანაგუნდელები მოედანზე კინაღამ სცემა.

 

“კაპიტნობა უდიდესი პასუხისმგებლობაა და ვისაც სამკლავური არ კეთებია, ამას ვერ მიხვდება. ამოტომ, როცა ჩემი გუნდელენი რამეს არასწორად აკეთებდნენ შენიშვნებს ვაზლევდი და ვუყვიროდი კიდეც. ამან შედეგი გამოიღო”.– ამბობს პუიოლი.

 

                        

 

მალე კარლესის მეტსახელი– “მამიკოს ბიჭი”– ყველამ დაივიწყა. იგი გუნდის ნამდვილ ლიდერად იქცა და ნაკრებში გამოძახებამაც არ დაახანა. თუმცა სკანდალის გარეშე არც ამ ამბავს არ ჩაუვლია. ეროვნული ნაკრების პირველივე ვარჯიშზე პუიოლს “ვალენსიელმა” მისტამ მიაძახა, “მამიკოს ბიჭო” პასი მომეციო და რომ არა ნაკრების სხვა წევრები, კარლესი მისტას დახრჩობას უპირებდა. მას შემდეგ “ბარსას” კაპიტანს ასეთ ხუმრობას ვეღარავინ უბედავდა. იგი დღემდე ნაკრების უცვლელი წევრია.

 

                                   ვიდეო  პუიოლის და მისტას ჩხუბზე

                    
 

 

“ბარსამ” კი ბოლო ორი სეზონის განმავლობაში ნამდვილი ფურორი მოახდინა. 2004–2005 წლების სეზონში გუნდმა ქვეყნის ჩემპიონის ტიტული დაიბრუნა, ერთი წლის შემდეგ კი ჩემპიონთა ლიგაც მოიგო.

 

თუ რა წვლილი მიუძღვის ამ საქმეში კარლეს პუიოლს, იქიდანაც ჩანს,იგი  რომ 2006 წლის ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ცენტრალურ მცველად დასახელდა.

 

                                      

 

“არ ვიცი რას ვიზამ კარიერის დასრულების შემდეგ, ალბათ დიპლომატი გავხდები. მე ხომ უნივერსიტეტი დავამტავრე და დიპლომატის დიპლომი მაქვს”.– ამბობს პუიოლი.

 

დიახ, მან გუბერნატორი მამიკოს ოცნება მაინც აასრულა, მაგრამ თუ აქამდე კარლესს, როგორც კატალონიის გუბერნატორის შვილს, ისე იცნობდნენ, ახლა გუბერნატორზე ამბობენ, რომ ის “ბარსელონას” კაპიტნის მამაა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში