“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ჩავი ერნანდესმა “მანჩესტერ იუნაიტედთან” მარცხისა და ევროპა ლიგიდან გავარდნის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
პირველ ტაიმში ძალიან კარგად ვითამაშეთ, მეორეში კი მოვუკელით. ეს დიდი იმედგაცრუებაა, რადგან დიდი მიზნები გვქონდა, მაგრამ ჩვენ ძლიერ მეტოქეს დავუპირისპირდით.
“იუნაიტედი” ფიზიკურად ძლიერი გუნდია. პირველმა გოლმა დიდი დარტყმა მოგვაყენა. ჩვენ შეგვეძლო, ანგარიში 2-0 გაგვეხადა, თუმცა შექმნილი შანსებით ვერ ვისარგებლეთ.
გასულ სეზონთან შედარებით ბევრად უკეთ ვთამაშობთ. ჩვენს ხასიათს ვაჩვენებთ. ბევრი დიდი გუნდის წინააღმდეგ ვითამაშეთ, როგორებიცაა “ინტერი”, “ბაიერნი”, “მანჩესტერი”. მათთან დაპირისპირება იოლი არაა. მომდევნო სეზონში უფრო ძლიერები უნდა დავბრუნდეთ. დღევანდელმა მარცხმა ჩვენზე უარყოფითი გავლენა არ უნდა მოახდინოს. კვირას მორიგი თამაში გვაქვს.
პედრისა და გავის დანაკლისი აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ. მათი არყოფნა იგრძნობოდა. მათთან ერთად თამაში განსხვავებული გამოვიდოდა.
არაუხო თავის დაზღვევის მიზნით შევცვალე. ის კვირას თამაშს შეძლებს.
ვნახოთ, ფინანსური Fair Play ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე რისი გაკეთების საშუალებას მოგვცემს.
თვითკრიტიკულები უნდა ვიყოთ, რათა განვვითარდეთ. კმაყოფილები არ ვართ, თუმცა გასულ სეზონთან შედარებით დიდი პროგრესი განვიცადეთ. ვიმედოვნებ, მომდევნო სეზონი უკეთესი იქნება.
რობერტო და კესიე ძალიან კარგები იყვნენ, ისევე როგორც ბუსკეტსი და დე იონგი.




ეხლა გაგვიტანენ და ყურებს ჩამოყრიან, ჩავის რაღა დაემართა სახე სულ ჩამოსტირის.
გაგვითანაბრეს და გეგონება მეხი დაეცათ. დალოცვილო ერთი გოლის გაშვებაზეც არ ფიქრობდი? კამპ ნოუზე 2 გაგვიტანეს და რატომ ფიქრობდი რომ ორტრაფორდზე ვერ გაგიტანდნენ? ითამაშეთ რა, ეცადეთ. საჯარიმოს რომ უახლოვდებიან უკვე ღელავენ არ იციან რა გააკეთონ. დაარტყი მაინც კარისკენ.
ფატიზე აღარ თქვათ გოლის ალღო აქვსო, კაცი ადგილს ვერ ნახულობს სტადიონზე სად დადგეს, ერთ მომენტში დეიონგს უშლიდა ხელს და მერე ლევანამ კინაღამ სცემა სტადიონზევე.
მე მგონი ფატი ცოტას ღორობს, არ უყვარს არც პასი გაკეთება და არც დაბრუნება. აღარც მახსოვს ტრამვამდეც ეგეთი იყო.
გაუშვი ტორესი. რაფინია .რობერტო..ფატიც მიაყოლე ზედ.ბუსი თსვისით წავა და ვინმე ნორმალური მოიყვანე.და გეშველება
ტორესი უნდა დაეყენებინა ბევრად გაამწვავებდა
Შენ წააგე პირადად ფატის ნაცვლად რობერტო რომ დააყენე