workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რონალდ არაუხო: ბარსელონას უნიკალური სტილი და ფილოსოფია აქვს

რონალდ არაუხო: ბარსელონას უნიკალური სტილი და ფილოსოფია აქვს

“ბარსელონას” მცველმა, რონალდ არაუხომ ჟერარ რომეროს Jijantes-ის ეთერში საინტერესო თემებზე ისაუბრა. 

“მანჩესტერ იუნაიტედთან” მატჩი ძალიან მნიშვნელოვანია. ხვალიდან ამ თამაშზე ვიფიქრებთ.

მესის დაბრუნება ძალიან გამიხარდებოდა. ის მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი და დიდებული ლიდერია. ბედნიერები ვიქნებით, თუ ლეო დაბრუნდება.

როცა “ბარსელონაში” გადმოვედი, ლუის სუარესი ძალიან დამეხმარა. ახლაც, ის ყოველი დიდი მატჩის შემდეგ მწერს.

პედრი და გავი შესანიშნავი ფეხბურთელები არიან. პედრის “პოტერს” ვეძახი. გავი ძალიან მოძრავია.

კრისტენსენი ბრწყინვალე მოთამაშეა, ისევე, როგორც ჟიული. ჩვენ ერთი ოჯახი ვართ.

ანსუსთან დაკავშირებით მშვიდად უნდა ვიყოთ. ფიზიკურად ის 100%-ით მზადაა. ფატის უნდა მოვუაროთ და კვლავ გვაჩვენებს, რა დონის ფეხბურთელია.

მატეუ ალემანი რომ ვიყო, როდრიგო ბენტანკურსა და მესის გავიფორმებდი.

ვინისიუს ჟუნიორი ძალიან მომწონს. მისი შეჩერება რთულია.

სუპერთასის მოგება და ლა ლიგაში 11-ქულიანი სხვაობა თავდაჯერებულობას გვმატებს, მაგრამ ესპანეთის ჩემპიონატში ჯერ არაფერი გადაწყვეტილა. ჯერ კიდევ ბევრი მატჩია დარჩენილი და მუშაობა უნდა განვაგრძოთ. გუშინდელი მოგების მნიშვნელობა ვიცით.

ჩავის წყალობით ბურთს ბევრად უკეთ შევეჩვიე. მას ჩემი ყოველთვის სჯეროდა და დიდი მოტივაცია მომცა. ერნანდესმა შესანიშნავი პრესეზონი ჩაატარა და პროგრესიც სახეზეა: გოლებს არ ვუშვებთ.

ჩემი სახლის გვერდით ბაღია, სადაც ყოველდღე ვვარჯიშობ, რომ ბურთის კონტროლი გავაუმჯობესო.

ურუგვაიში სხვანაირ ფეხბურთს თამაშობენ. “ბარსას” უნიკალური სტილი და ფილოსოფია აქვს.

გულმოდგინედ ვიმუშავეთ და დადებითი შედეგიც გვაქვს. კარგ ფორმაში ვიმყოფებით.

ვარ თუ არა მსოფლიოში საუკეთესო მცველი? არა, არა. თავმდაბლობით მუშაობა უნდა განვაგრძო და ბევრ ასპექტში მოვუმატო.

ტრავმების გამო ჩემპიონთა ლიგის მნიშვნელოვანი მატჩები გამოვტოვე და მსოფლიო ჩემპიონატზეც ვერ ვითამაშე, რაც რთული იყო.

მუნდიალზე თამაში მსურდა, მაგრამ ოპერაციის გაკეთება გადავწყვიტე, რადგან ექიმებმა ასე მირჩიეს. ჯგუფიდან რომ გავსულიყავით, ჩემი ქვეყნის დახმარებას შევძლებდი, ვინაიდან, იმ დროს თავს უკვე კარგად ვგრძნობდი. მაგრამ, ასე არ მოხდა და ბარსელონაში გულდაწყვეტილი დავბრუნდი.

ფანები “კამპ ნოუზე” მოვლენ. ისინი ბედნიერებას იმსახურებენ. ვფიქრობ, წელს ტიტულებს კიდევ მოვიგებთ.

თავს უფრო კომფორტულად დაცვის ცენტრში ვგრძნობ, მაგრამ გუნდს ყველაფრით დავეხმარები, თუნდაც მარჯვენა ფლანგზე დამაყენონ.

– განაცხადა ურუგვაელმა. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (5)

  • nika 54
    schedule 14 თებ 2023, 13:55
    #5

    მატეუ ალემანი რომ ვიყო, როდრიგო ბენტანკურსა და მესის გავიფორმებდი.
    შენ კი გაიფორმებდი აი ტებასს რას ეტყოდი, ჩემი ხათრით დამირეგისტრირეო?

  • Fc Barca Batumi
    schedule 13 თებ 2023, 22:24
    #4

    გვეღირსა ღირსეული და ძლიერი დაცვის ხაზი

  • Rick Sanchez
    schedule 13 თებ 2023, 21:24
    #3

    გიჟი ხარ რონალდ, ნადირი, უძლიერესი!

  • Albicelecte
    schedule 13 თებ 2023, 19:29
    #2

    თუგინდა მარჯვენა ფლანგზე დავდგები….
    ეს გუნდურობის გამომხატველი ფრაზაა, ყოველთვის ყველა 100% მზად ვერ იქნება, კონკურენცია და მუდმივი ბრძოლა გაიძულებს არაკომფორტული პოზიციით გახვიდე და მაინც მოიგო;
    2009 წელს ფინალში დანის არყოფნის დროს სილვინიო რომ დადგა ფლანგზე, 35 წლის უთამაშებელი კაცი;
    2011 წელს კი მასკერანო კაპიტნის ადგილას sunglasses innocent

  • Genius8
    schedule 13 თებ 2023, 17:59
    #1

    ✅ სერხი რობერტო ბარსელონასთან კონტრაქტს 2024 წლამდე გაახანგრძლივებს 🔵🔴
    მეთქი ხვალ დაბადების დღეზე ბარსელონა გამახარებსთქო და აჰა😭😭