Mundo Deportivo-ს ჟურნალისტის, როჟერ ტორელიოს ინფორმაციით, “ბარსელონა” ვალდებულია, ზაფხულში სახელფასო ფონდი შეამციროს.
როგორც ლა ლიგა ამბობს, კატალონიურ კლუბს ფეხბურთელთა ანაზღაურების შემცირება €200 მილიონით მოუწევს – ეს, შესაძლოა, შემოსავლების ზრდით მოხდეს ან ხარჯის დაკლებით. კლუბი ამ საკითხზე მუშაობს.
შემოსავლების ზრდის ერთ-ერთი საშუალება ფეხბურთელების გაყიდვაა – ეს სახელფასო ხარჯებს შეამცირებს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ კლუბს მაღალანაზღაურებადი მოთამაშე დატოვებს. “ბარსა” რამდენიმე ვარიანტს განიხილავს, თუმცა გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.
ერთ-ერთი კანდიდატი სერჟი რობერტოა. ჯერ უცნობია, ის კლუბის ახალ შეთავაზებას მიიღებს თუ არა. თავისი მომავალი სერხიო ბუსკეტსმაც უნდა გადაწყვიტოს. “ბარსელონა” ასევე ჟორდი ალბას სიტუაციას გადახედავს, რომლის კონტრაქტიც 2024 წელს იწურება.
ფრანკ კესიეც სახელიც სატრანსფერო ბაზართან ასოცირდება, მაგრამ კოტ-დ’ივუარელი თავის მომავალზე ივნისში დაფიქრდება. ის უფასოდ მოვიდა და გაყიდვა კლუბს დიდ სარგებელს მოუტანს.
რაც შეეხება ფრენკი დე იონგს – ნიდერლანდელი უკვე ხელშეუხებელია, რადგან მან ჩავის სისტემაში ადგილი დაიმკვიდრა და გუნდის უმნიშვნელოვანესი წევრია.
თუ “ბარსელონა” შემტევებს შეიძენს, უნდა ვნახოთ, ფერან ტორესისა და ანსუ ფატის შემთხვევაში რა მოხდება, ისევე, როგორც უსმან დემბელეს შემთხვევაში, რომელსაც კლუბთან კონტრაქტი 2024 წელს ეწურება.


მოკლედ ლიგამ ფეხბურთელები უფასოდ ათამაშეთ-ო, ამ დროს კი ლეოს ხელფასის 2/3-ით შემცირებაზე უარი უთხრეს მინიმუმ წინა ხელფასის ნახევარი უნდა დარჩესო. აი ასე მუშაობს ლა ლიგა როგორც უნდათ ის ჭრიან და კერავენ
კვარა დაიმატე!
მარტო კვარას მაისურები შემოგიტანთ დღეში ათობით მილიონებს!
რატომ ვითომ, ერთი ბეწო ქართველები გადაიხდიან 100 ევროს მაისურში თუ რა? სხვა ვის უნდა უნდოდეს კვარას მაისური მაგალითად, პედრისაზე მეტად? რა უაზრობებს დაწერთ ხოლმე, აცადეთ იმ ბიჭს თამაში სადაც არის
პატივცემულო ლაპო, ბარსას ბიუჯეტი თუ გინდა გაიზარდოს
კვარა დაიმატე!
მარტო კვარას მაისურები შემოგიტანთ დღეში ათობით მილიონებს!
200 მილიონი მარტო იმისთვის რო რამე ბანი არ დაგვადონ, ახალ ფეხბურთელებს კიდე ხო უნდათ რეგისტრაცია? ესეიგი პლიუს კიდე 50-100. საიდან უნდა მოიტანონ ან შეამცირონ ეგ ხარჯი? გაზრდით ვეღარ გაზრდიან შემოსავალს ფაქტია. გაყიდვითაც ვეღარაფერს გავყიდით. გამოდის რო ბუსკეცმა უნდა შეიმციროს ხელფასი და 1 წლით დარჩეს კიდე. ფაქტია მოუხდა 4 ნახევარმცველით თამაში. ტორესი როგორმე უნდა გაუშვან, იჯარით მაინც. თუ ნახევარმცველს ვიმატებთ უფასოდ, კესის გაყიდვაც მოგვიწევს სამწუხაროდ. 30-40 მილიონად. ერიკ გარსიაც წავა, კი მოგვცემენ 10-12 მილიონს მაგაში თუ მეტს არა. რობერტო წავა. ალბაც უნდა წავიდეს ან ხელფასი შეიმცციროს, დე იონგმა შტეგენმა ფატიმაც უნდა შეიმცირონ. დემბელემ მომატება აღარ უნდა მოითხოვოს. ლენგლე დესტიც რო გაიყიდონ მგონი საკმარისი იქნება. ან უნდა ვილოცოთ ყველამ ერთად რო ტებასი მოკვდეს და ვინმე წესიერი მოვიდეს, შეიხის შემოგზავნილი მონა არა
რავი ფრენკის გაყიდვაზე თუ იფიქრეს კიდე და აღარყოფილა საშველი. ვინ მოგვყავს ფრენკიზე უკეთესი თან რა ფასში ?
მე ინიაკი პენიას, რობერტოს, ბუსკეცს, ფერანს და ფატის გავყიდდი.
ისე მაგარი რთული სიტუაციაა და ნეტა რასიზამს ლაპორტა, კიდე თუ გაყიდა რამე თუ დარჩა გასაყიდი.დ თუარადა მართლა მოუწევს ბევრს წასვლა და ხელფასების დაკლება ,ყიდვაზე ზედმეტია საუბარი .