“ბარსელონას” კაპიტანმა, სერხიო ბუსკეტსმა “სევილიასთან” მოგებული მატჩის საწყის წუთებზე კოჭი დაიზიანა, რის გამოც მოედანი ნაადრევად დატოვა.
34 წლის ფეხბურთელის ტრავმის სიმძიმე ჯერ უცნობია, თუმცა ესპანურ მედიაში წინასწარი შეფასებები კეთდება.
ხავი მიგელის ინფორმაციით, პირველადი შემოწმების მიხედვით, ბუსკეტსი დაახლოებით 15 დღეს გამოტოვებს. “მანჩესტერ იუნაიტედთან” პირველი ეტაპის შეხვედრაში მისი მონაწილეობა საეჭვოა, თუმცა არა – გამორიცხული.
სერხიო ბუსკეტსს დამატებითი სამედიცინო შემოწმება ხვალ ჩაუტარდება, რის შემდეგაც მეტი დეტალი გახდება ცნობილი.

ეხლა არ იყო ამის დროს, მშვენივრად თამაშობდა დე იონგთან ერთად.
იმედია დაბრუნდება, მაგრამ თუ არც დაბრუნდება კესიე გვყავს
Futbol Club Barcelona,
ამაზე უკეთესი რომელი არის?ტორესი? თუ რაფინია?
Იმედია სეზონს გამოტოვებს მთლიანად. Ისე ვეღარ ხვდება დაახვიოს
იმედია არაფერი სერიოზული არაა. ძაან დაგვჭირდება ბუსი 🔵🔴
ნიძლავს დავუდებ ხავი მიგელს რომ 15 დღე არ დაჭირდება ბუსის დაბრუნებას😌 არც მაგის ძმაკაცი ვარ და არც სერხიოს ნათესავი მაგრამ ტრავმებთან ყველაზე რეზისტენტული სწორედ ბუსკეცი მეგულება😃 კოჭი გადაუბრუნდა ცუდად, მაგრამ არც პირველი ყოფილა ეგ და არც ისეთი მძიმე რო ცუდი პროგნოზები გავაკეთოთ, თავისი ფეხით გავიდა, ბევრი მოხვედრია იმ გამხდარ ძვლებში და ყოველთვის მიკვირდა რანაირად არ ემტვრევა ძვლებიმეთქი მარა ეგეთი კაცია. მალე გამოჯანმრთლედი✊❤️
აჰა ესე იგი ზუსტ პასუხს ხვალ გავიგებთ ! მადლობა