მადრიდის ”ატლეტიკოს” თავდამსხმელი, რადამელ ფალკაო ”ბარსელონასთან” სათამაშოდ მზადაა.
”ასეთი მატჩები ფეხბურთელებისთვის განსაკუთრებულია. ჩვენ გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ. პატივს ვცემთ ”ბარსელონას”, მაგრამ არ გვეშინია მისი. ჩვენ ძალიან ძლიერი გუნდი გვყავს, ამიტომაც ”ნოუ კამპზე” სტუმრობის წინ დაწმუნებულები ვართ შესაძლებლობებში”.
”მე ყოველთვის ვცდილობ გავაკეთო ყველაფერი, რათა დავეხმარო გუნდს. ჩვენ გვაქვს გეგმა და სტილი, ამიტომაც ”ბარსელონასთან” ვიბრძოლებთ და სამი ქულის ასაღებად ვითამაშებთ”.

