კატალონიის “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი, ხოსეპ გვარდიოლა თვლის, რომ მის გუნდს დიდი პრობლემები ექნება ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მე–5 ტურის მატჩში, მადრიდის “ატლეტიკოს” წინააღმდეგ.
“ისინი ძალიან ლამაზ ფეხბურთს თამაშობენ და არიან კარგად ორგანიზირებულები. მათი ფეხბურთი ძალიან ჰგავს კიკე სანჩეს ფლორესის “ატლეტიკოს” ფეხბურთს, თუმცა ახლა მადრიდელები უფრო ცენტრიდან ცდილობენ მეტოქის კართან საშიშროების შექმნას. გრეგორიო მანზანოს გუნდმა უკვე მოახერხა ბევრი გოლის გატანა ლა ლიგაში და გაუშვა მხოლოდ ერთი. ისინი ძალიან ხშირად უტევენ და ქმნიან სახიფათო მომენტებს. ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, თუ ქალაქური კლუბი ასე გაძლიერდებოდა და გაჩარხავდა რამდენიმე კარგ ტრანსფერს ზაფხულის ბოლოს. “ატლეტიკოს”, ისევე როგორც “ვალენსიას”, აქვს შანსი იბრძოლოს ჩემპიონობისთვის. უკვე ხალხი შეეჩვია “ბარსელონას” ტიტულებს, მაგრამ ყველაფერი მოსალოდნელია.” –განაცხადა გვარდიოლამ AS–თან ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რომ “ბარსელონა”–”ატლეტიკოს” მატჩი დღეს, თბილისის დროით 00:00 სთ–ზე დაიწყება.

