ინგლისური “უიგანის” ესპანელი მწვრთნელი რობერტო მარტინესი თვლის, რომ “მანჩესტერ იუნაიტედს” შესწევს იმის ძალა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე დიდი წინააღმდეგობა გაუწიოს კატალონიის “ბარსელონას” და დაამარცხოს კიდეც “ლურჯ–ბროწეულისფერები.
“ბარსა” ძალიან ორიგინალური კლუბია. მათ შეუძლიათ თამაშში 900 პასის გაკეთება და წარმატების მიღწევა. გულშემატკივრებს ასეთი სტილი ძალიან მოსწონთ და მოსაწონია კიდეც. ეს ხომ ფეხბურთის სილამაზეა! ამის მიუხედავად მე მჯერა “მანჩესტერის”. “წითელი ეშმაკები” აგრესიულები და ბრძოლისუნარიანები არიან და შეუძლიათ “კატალონიელთათვის უდიდესი წინააღმდეგობის გაწევა. სწორედ ჩემს მიერ ზევით ჩამოთვლილი კრიტერიუმები დაეხმარებათ ფეგიუსონის შეგირდებს ჩემპიონთა ლიგაზე “ბლაუგრანას” დამარცხებაში.” –ციტირებს მარტინესის სიტყვებს talkSPORT.
შეგახსენებთ, რომ 38 წლის სპეციალისტმა თავისი კარიერის დიდი ნაწილი ინგლისში, კერძოდ კი “უიგანში” გაატარა და 188 მატჩიც ჩაატარა ამ გუნდის მაისურით. 2009 წლიდან კი იგი ოფიციალურად გახდა კლუბის მთავარი მწვრთნელი.