ბელგიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, რობერტო მარტინესი, “ბარსელონას” ორი ახალგაზრდა ფეხბურთელის, გავისა და ნიკო გონსალესის შესახებ დასმულ კითხვას პასუხობს.
“ბარსელონას”, რომელიც რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა, ახალგაზრდებისთვის შანსის მიცემამ იმაზე ადრე მოუწია, ვიდრე ელოდნენ. მაგრამ თუ ახალგაზრდა ფეხბურთელი უმაღლეს დონეზე სათამაშოდ მზადაა, ასაკს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, ისინი აკადემიაში კარგად მოამზადონ. ასეთ შემთხვევაში, ნიჭი მათ უმაღლეს დონეზე თამაშის საშუალებას ძალიან ახალგაზრდულ ასაკშიც მისცემს.
– მის სიტყვებს Mundo Deportivo ციტირებს.
როგორც მოგეხსენებათ, რონალდ კუმანის განთავისუფლების შემდეგ, “ბარსელონას” ხელმძღვანელობა მარტინესის დანიშვნას განიხილავდა, თუმცა, საბოლოოდ, არჩევანი ჩავი ერნანდესზე გაკეთდა.
ორი დიდი ტალანტი და მესამე პედრი. მოუთმენლად ველოდები ამ ტრიოს ნახვას
ნოკომ და გავიმ წელს ნამდვილად დაამტკიცა რომ ასაკისდა მიუხედავად არავის არაფრით არ ჩამორჩებიან, ეზალზუნიც არ არის ურიგო, ძაან საკაიფო ტექნიკა აქვს
რა თქმა უნდა, არც მესი არ იყო სრულწლოვანი, ვარჯიშებზე რო პირველი გუნდის გამოცდილ ფებურთელებს ერთი ადგილით ახოხიალებდა. მთავარი ნიჭი და თავდადებაა.