workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონამ ლა ლიგისგან ნეგატიური პასუხი მიიღო

ბარსელონამ ლა ლიგისგან ნეგატიური პასუხი მიიღო

Relevo-ს ინფორმაციით, “ბარსელონა” დღეს ლა ლიგას დაუკავშირდა და ნეგატიური პასუხი მიიღო.

“ბარსას” აინტერესებდა, მემფის დეპაის წასვლით გათავისუფლებული სახელფასო ფონდის წყალობით ტრანსფერების განხორციელებას შეძლებდა თუ არა, მაგრამ, როგორც ჩანს, ნიდერლანდელის გაშვება Fair Play-ის წესების დასაცავად საკმარისი არ აღმოჩნდა. 

წყაროს ცნობით, ლა ლიგასთან მოლაპარაკებები გაგრძელდება, მაგრამ კატალონიურ კლუბში დეპაის შემცვლელის შეძენის საკითხს უკვე პესიმისტურად უყურებენ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (13)

  • Rick Sanchez
    schedule 22 იან 2023, 13:25

    ციტატა: La Pulga10

    ციტატა: Don_Andresito
    სლეპორტა ეხვეწა ტებასს უარი თქვიო. მესიც ეგრე გაუშვეს, მონა ლაპორტამ და ლა ლიგის ბოსებმა, ტებასმა და პერესმა


    ისე ჩავის გაკეთებული ტრანსფერებიდან,მარტო კუნდემ,კრისტენსენმა და ლევანდოვსკიმ გაამართლა.მილიონები დებილურ ფეხბურთელებში დახარჯეს ტყუილად.


    კესი უფასო იყო, ობამეიანგი და ალვეშიც უფასო იყო. ტრაორე იჯარით იყო, ფულის გაფლანგვა შეიძლება მხოლოდ რაფინიაში გადახდილ 50 მილიონს დავარქვათ… თუმცა ვაცადოთ ჯერ მაინც

  • Barca1980
    schedule 22 იან 2023, 13:12

    და სანამ გაუშვებდნენ მანამდე არ შეიძლებოდა მაგის გარკვევა , მოგვცემდა თუ არა ლა ლიგა ტრანსფერის უფლებას ? ჯერ ისედაც რა სკამი გვყავს და იმასაც ამოკლებ მაშინ როცა სამ ტურნირზე იბრძვიი ?

  • nika 54
    schedule 22 იან 2023, 11:59

    და რას წერს ლაპორტა ლა ლიგას, რამე დადებითი როდისმე ყოფილა მათ პასუხებში? ჯობია ფეხბურთელები გააფრთხილონ რო მეტოქის პროვოკაციებზე არ წამოეგონ თორემ 3-4 მატჩიანი დისკვალიფიკაციები მზადა აქვთ. ლევანდოვსკის რო 3 მატჩიანი მისცეს თურმე რაღაც მსაჯის მიმართ უპატივცემულობის გამო, იმავე დღეებში იმ ისტერიჩკამ ვინისიუსმა, რომელსაც უკვე მადრიდში ვეღარ იტანენ, მსაჯის შენიშვნაზე ზამენის დროს დროულად გადიო თითი შუბლთან მიიDო და მსაჯს ანიშნა ხო არ გაკლიაო!!! აი ეგ რო ლევანდოვსკის ექნა ალბათ 10 მატჩი გარანტირებული ექნებოდა, და ვინისიუსს რა? არაფერი, ყვითელიც არ აკადრეს მსაჯი უბრალოდ შებრუნდა ვითომ ვერც მიხვდა. ისე რომ ლაპორტ საქმეს მიხედე, ლა ლიგასთან ხვეწნას აზრი არა აქვს.

  • La Pulga10
    schedule 22 იან 2023, 02:49

    ციტატა: Don_Andresito
    სლეპორტა ეხვეწა ტებასს უარი თქვიო. მესიც ეგრე გაუშვეს, მონა ლაპორტამ და ლა ლიგის ბოსებმა, ტებასმა და პერესმა


    ისე ჩავის გაკეთებული ტრანსფერებიდან,მარტო კუნდემ,კრისტენსენმა და ლევანდოვსკიმ გაამართლა.მილიონები დებილურ ფეხბურთელებში დახარჯეს ტყუილად.

  • Don_Andresito
    schedule 22 იან 2023, 01:36

    სლეპორტა ეხვეწა ტებასს უარი თქვიო. მესიც ეგრე გაუშვეს, მონა ლაპორტამ და ლა ლიგის ბოსებმა, ტებასმა და პერესმა

  • Iniesta_8
    schedule 22 იან 2023, 01:26

    ამათაც საბაბი მიეცათ, თორემ რას ამბობ მბაპეს მოიყვანდნენ დეპაის მაგივრად. ზამთარში არ იქნება ტრანსფერები, ზაფხულში კი სავარაუდოდ 1 მაღალი დონის ფეხბურთელი და რამდენიმე თავისუფალი აგენტი. მაქსიმუმია ეგ რაც შეუძლიათ. ხავიმ საკაიფოდ დახარჯა რაც მოვიდა და შესეგების დადების დროა.

  • BEQA BARCA
    schedule 22 იან 2023, 01:20

    კაით რააა… ინგლისში პრემიერლიგის ნახევარი გუნდი გასაუქმებელია ეგრე თუა.. 😀

  • DesmondHume
    schedule 22 იან 2023, 00:48

    ტებასი გააგოროს ვინმემ არ შეიძლებააა გაღუნა ტვინი მაგ არაკაცმა. დაძირავს ლალიგას ამ უაზრო ფინანსური შეზღუდვებით ეგ ნაბო*არი

  • ოქროს ბიჭუნა ნიდერლანდებიდან. F.D
    schedule 22 იან 2023, 00:40

    ვერ ვიგებ მართლა მარტო ჩვენტან რატო არის ეს პრობლემა 😀

  • Chico
    schedule 22 იან 2023, 00:34

    ეს ვითომ ახალი ამბავი გვითხრეს ხომ?….
    ყველამ კარგად ვიცოდით რა პასუხი იქნებოდა ლა ლიგიდან, და ლაპორტამ მითუმეტეს…
    გაუშვეს შემტევი, არც ისე ცუდი, ტორესსზე უკეთესი ნამდვილად. ეხლა დარჩა ტორრესი და ფატი. ტორრესიდან ხეირი არ იქნება და ღმერთმა არ ქნას ფატის რაიმე მოუვიდეს, მარცხენა ფლანგი რჩება ცარიელი. ფატის ისედაც სჭირდება შემცვლელი. როცა ზუსტად იცოდნენ რომ ვერც ვერავის იყიდიდნენ და ვერც ლა ლიგას შეაცვლევინებდნენ აზრს. არ უნდოდა ჩავის ეს ტრანსფერი სეზონის შუაში და არ დაუჯერეს. გაეშვათ ზაფხულში უფასოდ, უფასოდ არ მოიყვანეს, მაგრამ არა, ქეციან 3 მილიონს დახარბდნენ.
    მაგრამ რაც არის – ეგ არის. ეხლა ახალგაზრდების გაფორმებაზე იფიქრონ ჯობია.
    ძალიან მაოცებს ასეთი საქციელები……

  • nikusha
    schedule 22 იან 2023, 00:17

    მაშინ ბალდეს და გავის კონტრაქტებს მიხედონ

  • MSN G.O.A.T
    schedule 22 იან 2023, 00:08

    აი ჩვენი ფეარ ფლეი და ჩელსის ერთიდაიგივეა? უფასოდ არგვაკეთებინებენ ტრანსფერს და იმათმა ნახევარი მილიარდი დახარჯეს ერთ ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე