workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“იუდას ამბორი” (ნაწილი II)

“იუდას ამბორი” (ნაწილი II)

 

3. ფერნანდო “ნანდო” მუნიოს გარსია

      ეროვნება: ესპანელი

     ამპლუა: ცენტრალური მცველი, საყრდენი ნახევარმცველი
     “ბარსელონა” (1990–1992)  ჩემპიონთა თასი, 2 “პრიმერა”, ესპანეთის სუპერ თასი

     “რეალი” (1992–1995) 1 “პრიმერა”
     ისტორია:

 ნანდო “სევილიას” გულშემატკივართა ოჯახში დაიბადა. უკვე 19 წლის ასაკში იგი  “სევილიაში” თამაშობდა.  ანდალუსიაში გატარებულ 2 სეზონში, მან 70 მატჩი ჩაატარა და მალე ესპანური ფეხბურთის გრანდებისთვის, სასურველ ფეხბურთელად იქცა. გრანდთა ჭიდილში “ბარსელონამ” გაიმარჯვა და გარსია “ლურჯ–ბროწეულისფერთა შემადგენლობაში აღმოჩნდა. კრუიფი ნანდოში კუმანის მეწყვილეს ხედავდა, ადამიანს რომელიც “ბარსას” დაცვის ბურჯი უნდა გამხდარიყო. მან კატალონიელთა შემადგენლობაში 2 დასამახსოვრებელი ფინალი ითამაშა. 1991 წლის თასების თასის ფინალში, მისმა გაძევებამ, “ბლაუგრანას” თამაში არია და “მანჩესტერ იუნაიტედმა”  მატჩი 2:1 მოიგო. ერთი წლის შემდეგ კი, “უემბლის” ფინალში იგი ძირითად შემადგელობაში იყო და დაცვას ამაგრებდა. მთლიანობაში ამ მცველმა, “ბარსელონაში” დაახლოებით 100 მატჩი ითამაშა.

   1992  წელს იგი “რეალში” გადავიდა, სადაც  კარგად ვერ ათამაშდა. მან მადრიდში 3 სეზონი დაჰყო, 46  მატჩი ჩაატარა და ბოლოს “ესპანიოლში” გადავიდა სათამაშოდ.

 

4. რობერტ პროსინეჩკი
    ეროვნება; ხორვატი

    ამპლუა: ნახევარმცველი

    “რეალი” (1991–1994)
    “ბარსელონა” (1995–1996)
     იტორია:

  სერბის და ხორვატის შვილმა, რობერტ პროსინეჩკიმ, 19 წლის ასაკში ხორვატიის ნაკრებთან ერთად, მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი მოიგო. შესანიშნავად გამოიყურბოდა ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, 1990 წელს მისმა კლუბმა, “ცვერნა ზვეზდამ” ჩემპიონთა თასი მოიგო და ახალგაზრდა ფეხბურთელი უამრავი მსოფლიო გრანდის სამიზნე გახდა.

      1 წლის შემდეგ იგი “რეალმა” გადაიბირა, თუმცა მრავალრიცხვოვანმა ტრავმემა მას თამაშის საშუალება არ მისცა. პირველ სეზონში მან მხოლოდ 3 მატჩი ჩაატარა, მე–2 სეზონში მწვრთნელი ნდობა დაკარგა, მე–3 სეზონში კი ისევ ტრავმებმა გააწამა. რეალის ახალი მწცრთნელი, ხორხე ვალდანო მის ადგილს კლუბში ვერ ხედავდა, ამიტომ რობერტი “ოვიედოში” გადავიდა, სადაც მან საუკეთესო სეზონი ჩაატრა “პრიმერაში”. მალე იგი “ბარსას” შეუთანხმა კონტრაქტზე. თუმცა კატალონიაში კვლავ იჩინა თავი  მისმა ტრავმებმა და ხორვატმა მთელი სეზონი ჩააგდო. მან “ბარსას” შემადგენლობაში მხოლოდ 19 მატჩი ჩაატარა, ისიც უმეტესად შეცვლაზე შემოსულმა. მისი კატალონიური კარიერის ყველაზე ცუდად დასამახსოვრებელი ეპიზოდი ესპანეთის თასის ფინალი იყო. “ბარსელონა”– “ატლეტიკოს” შეხვედრაში, პროსინეჩკიმ წითელი ბარათი მიიღო, მისი კლუბი კი დამარცხდა.

   ხორვატი “ბარსადან”  “სევილიაში” გადავიდა, სადაც პირველივე სეზონში კლუბთან ერთად “სეგუნდაში” გავარდა.

 

ახლა რამდენიმე ადამიანის იტორიას მოკლედ გაგაცნობთ:

5.  მიგელ სარასოლს სოლერი 
     
ეროვნება: ესპანელი

      ამპლუა: ცენტრალური მცველი
      “ბარსელონა” (1988–1991, 1992–1993)  2 “პრიმერა”, ესპანეთის თასი, თასების მფლობელთა თასი, ევროპის სუპერ თასი
      “რეალი” (1995–1996)

6.  დანიელ გარსია ლარა
     
ეროვნება: კატალონიელი
     “რეალი” (1994, 1997–1998)  ჩემპიონთა თასი
     “ბარსელონა” (1999–2001)
 

 

7. ალბერტ სელადეს ლოპესი
 
  ეროვნება: ანდორელი
    ამპლუა: საყრდენი ნახევარმცველი
    “ბარსელონა” (1995–1999)  2 “პრიმერა”, 2 ესპანეთის თასი, თასების მფლობელთა თასი, ესპანეთის სუპერ თასი, ევროპის სუპერ თასი
    “რეალი” (2003–2004, 2004–2005)   ჩემპიონთა თასი, 2 “პრიმერა”, 2 ესპანეთის სუპერ თასი, საკონტინენტთაშორისო თასი

 

II ნაწილის დასასრული..

გაგრძელება იქნება, წინ ისეთი ვარსკვლავების ისტორია გველის, როგორებიც არიან: მიქაელ ლაუდრუპი, ბერნდ შუსტერი, რონალდო, ლუის ენრიკე, ეტო’ო და ლუიშ ფიგუ…

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward