ალბერ როგეს ინფორმაციით, “ბარსელონამ” ემრე დემირს შეატყობინა, რომ ახალი კლუბი მოძებნოს, რადგან ის რაფა მარკესის გეგმებში არ შედის.
თურქმა ნახევარმცველმა, რომელიც “ბარსამ” ერთი წლის წინ €2 მილიონად შეიძინა, სარეზერვო გუნდის რიგებში მხოლოდ 2 მატჩი ჩაატარა, რის გამოც კლუბი მის განათხოვრებას ან გაყიდვას აპირებს.
დემირის ადაპტაციის პროცესმა მარტივად არ ჩაიარა – ფეხბურთელმა არც ესპანური იცის და არც ინგლისური, რამაც თანაგუნდელებთან მისი ინტეგრაციის პროცესი შეაფერხა და გაართულა.
გარდა ამისა, ემრეს ძალიან დიდი ხელფასი აქვს და “ბარსა ატლეტიკში” ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია, რაც ბართომეუს შტაბის “დამსახურებაა”.

რა იმედებს ამყარებდნენ.. და ერთი ინგლისური ესწავლებინათ თუ მაგ არის პრობლემ
კი ორი თამაში ჩაატარა და მესი-2 დაარქვეს. იმედია ნამდვილ სახელს დაუბრუნებენ ახალ გუნდში.
თუარვცდები ეს სხვაა იმას არ გავს
ეს თურქი მესი არ იყო?